საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს ზაფხულის ტესტ-მატჩი გამართა იაპონიაში და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრის ბოლო მონაკვეთში გიორგი ჯავახიამ დადებული ლელოსა და ლუკა მატკავას ზუსტი გარდასახვის შემდეგ, 23-25 მოიგეს.
ტესტ-მატჩების სერიის მეორე თამაში, ბორჯღალოსნებმა სენდაიში გაშვებული ლელოთი დაიწყეს. თუმცა, მოახერხეს კონცენტრირება და ჯერ თამაში გაათანაბრეს, შემდეგ კი შეუტიეს. შედეგად, მატკავამ ორი ზუსტი ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 1 ქულამდე შეამცირა.
სხვათა შორის, პირველი ტაიმის ბოლოს და შემდეგ, შეხვედრის ბოლოს, იაპონელები მინდორზე კაცნაკლულები იყვნენ. რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა ქართულმა გუნდმა და შეხვედრის პირველი ტაიმი 13-18, მატჩი კი, როგორც უკვე გითხარით, 23-25 მოვიგეთ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ტესტ-მატჩს, უკვე 20 ივლისს სიდნეიში, ავსტრალიის ნაკრების წინაღმდეგ გამართავს.