ინგლისის ნაკრები, კვირას, 14 ივლისს, თბილისის დროით, 23:00 საათზე, ბერლინში, ევროპის ჩემპიონატის, ზედიზედ მეორე ფინალს ითამაშებს. ინგლისი, ესპანეთს დაუპირისპირდება. დღეს კი, საკმაოდ დრამატულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებებს შორის, ფინალური საგზური ინგლისელებს შეცვლაზე გამოსულმა, ოლი უოტკინსა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა.
რეალურად, ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერსო სწორედ, მატჩის პირველი და ბოლო წუთები გამოვიდა. ანგარიში, მე-7 წუთზე, ხავი სიმონსმა შორეული დარტყმით გახსნა. თუმცა, მე-18 წუთზე, ჰარი კეინის წინააღმდეგ წესები დაირღვა. გერმანელმა მსაჯმა, ფელიქს ცვაიერმა VAR-ზე „გადაამოწმა". მალევე, ნიდერლანდების კარში პენალტი დანიშნა. კეინმა თავად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, როცა ბრიტანელებმა ფინალური გოლი გაიტანეს და 1-2 გაიმარჯვეს.
ინგლისმა კი, მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა. ალბათ, ფეხბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ სამი წლის წინ, ისინი იტალიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდნენ. თუმცა, ამ სტატისტიკას თუ გავაგრძელებთ, ინგლისის ნაკრები, სსრკ-ს (1960/1964), გერმანიისა (1972/1976, 1976/1980, 1992/1996) და ესპანეთის (2008/2012) შემდეგ, გახდა კიდევ ერთი ნაკრები, რომელმაც ფინალში გასვლა ზედიზედ მოახერხა.
ისევე, როგორც დასასრულისკენ მიმავალ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება, ამ შეხვედრაშიც დაფიქსირდა. მაგალითად, კეინიმ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ფლეი-ოფებში მეექვსე გოლი გაიტანა, ანტუან გრიზმანსაც აჯობა, თუმცა, მხოლოდ მესამე მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ, ნახევარფინალურ მატჩებში მოახერხა გატანა. მის წინ, სსრკ-ს ნაკრების ფეხბურთელები, ვიქტორ პონედელნიკი და ვალენტინ ივანოვი არიან, რომლებმაც გოლები 1960 და 1964 წლებში გაიტანეს.
სიმონსი, 22 წლისა და 125 დღის ასაკში, არის მეორე ახალგაზრდა ჰოლანდიელი, რომელმაც პატრიკ კლუივერტის (19წ და 353 დღე) შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხა.
ნიდერლანდებმა დღევანდელის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატებზე გამართული ნახევარფინალებიდან, მხოლოდ ერთის მოგება მოახერხეს.
ინგლისმა, ბოლოს ჩატარებული 20 ოფიცალური შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი წააგო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მოახერხებს თუ არა ფეხბურთის ევროპული სამშობლო, ბოლოს და ბოლოს, კონტინეტის ტიტულის მოგებას. თანაც, გახდება თუ არა პირველი გუნდი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს.
ფოტო: @UEFA