
დღეს, გერმანიაში ევრო 2024-ის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება მატჩი, ესპანეთისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც პირველი ფინალისტის ვინაობას გამოარკვევს. მატჩამდე გავრცელებულ „პრეს-კიტებში" (ეს არის ამ ორი ნაკრების შესახებ, მათ შორის ურთიერთდაპირისპირებების შესახებ მთელი ალმანახი, რომელიც უეფა-ს ეგიდით გამართული ყველა მატჩის წინ, აკრედიტებული მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომია), ამ ორი გუნდის დაპირისპირების შესახებ, ალბათ, ყველაზე მეტად ის გარემოებაა საინტერესო, რომ ესპანეთი, საფრანგეთს, ურთიერთშეხვედრებში, მხოლოდ, 3 მოგებით ჯობნის. 1922 წლიდან მოყოლებული და სწორედ ამ წელს დაუპირისპირდნენ ნაკრებები ერთმანეთს, 30 აპრილს, ბორდოში გამართულ ამხანაგურ მატჩში, ესპანელებმა 0-4 გაიმარჯვეს. იმ დღიდან მოყოლები, ესპანეთისა და საფრანგეთის საფეხბურთო გზები 36-ჯერ გადაიკვეთა. ესპანელებმა 16 მატჩი მოიგეს, 13 ფრანგებმა, 7 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
Spain 1 - 2 France / Oct 10, 2021 • UEFA Nations League
France 0 - 2 Spain / Mar 28, 2017 • Friendly Matches
France 1 - 0 Spain / Sep 4, 2014 • Friendly Matches
France 0 - 1 Spain /Mar 26, 2013 • European Qualifiers
Spain 1 - 1 France / Oct 16, 2012 • European Qualifiers
Spain 2 - 0 France / Jun 23, 2012 • UEFA EURO
France 0 - 2 Spain / Mar 3, 2010 • Friendly Matches
Spain 1 - 0 France / Feb 6, 2008 • Friendly Matches
Spain 1 - 3 France / Jun 27, 2006 • FIFA World Cup
Spain 2 - 1 France / Mar 28, 2001 • Friendly Matches
Spain 1 - 2 France / Jun 25, 2000 • UEFA EURO
France 1 - 0 Spain / Jan 28, 1998 • Friendly Matches
France 1 - 1 Spain / Jun 15, 1996 • UEFA EURO
Spain 1 - 2 France / Oct 12, 1991 • European Qualifiers
France 3 - 1 Spain /Feb 20, 1991 • European Qualifiers
France 2 - 1 Spain / Mar 23, 1988 • Friendly Matches
France 2 - 0 Spain / Jun 27, 1984 • UEFA EURO
France 1 - 1 Spain / Oct 5, 1983 • Friendly Matches
Spain 1 - 0 France / Feb 18, 1981 • Friendly Matches
France 1 - 0 Spain / Nov 8, 1978 • Friendly Matches
Spain 2 - 2 France / Mar 17, 1971 • Friendly Matches
France 1 - 3 Spain / Oct 17, 1968 • Friendly Matches
Spain 0 - 0 France / Jan 9, 1963 • Friendly Matches
France 1 - 1 Spain / Dec 10, 1961 • Friendly Matches
Spain 2 - 0 France / Apr 2, 1961 • Friendly Matches
France 4 - 3 Spain / Dec 17, 1959 • Friendly Matches
France 2 - 2 Spain / Mar 13, 1958 • Friendly Matches
Spain 1 - 2 France /Mar 17, 1955 • Friendly Matches
France 1 - 5 Spain / Jun 19, 1949 • Friendly Matches
Spain 4 - 0 France /Mar 15, 1942 • Friendly Matches
Spain 2 - 0 France / Jan 24, 1935 • Friendly Matches
France 1 - 0 Spain / Apr 23, 1933 • Friendly Matches
Spain 8 - 1 France /Apr 14, 1929 • Friendly Matches
France 1 - 4 Spain / May 22, 1927 • Friendly Matches
Spain 3 - 0 France / Jan 28, 1923 • Friendly Matches
France 0 - 4 Spain / Apr 30, 1922 • Friendly Matches
ერთი საინტერესო დეტალი, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გუნდები ოფიციალურ, არა ამხანაგურ შეხვედრაში, მხოლოდ, 1984 წლის 27 ივნისს დაუპირისპირდნენ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ფრანგებმა მიშელ პლატინის (57') და ბრუნო ბელონის (90') გოლებით, ესპანეთი 2-0 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს. არა ამხანაგურ მატჩებში, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები სულ 10-ჯერ არიან შეხვედრილები და ამ თამაშებში, სასწორი, აშკარად ფრანგების მხარეს არის, რამეთუ, 10 მატჩიდან, 6 ფრანგებს აქვთ მოგებული, 2 შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ორიც კი ფრედ დასრულდა.
2024 წელს, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთი აშკარა ფავორიტია და ალბათ, ფურცელზეც სასწორი მათ მხარეს იხრება. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის და განსაკუთრებით, ამ ეტაპის ფენომენიც ისაა, რომ კაცმა არ იცის, რა მოხდება... შეხვედრას სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი განსჯის.
რა დასამალია და ვინ იცის, იქნებ, საქართველოს ნაკრებს გზად ესპანეთი, რომ არ გადაჰყროდა (ეს ნაკრები ბოლო წლების ჩვენი თავსატეხია, თან წვიმიან ამინდში განსაკუთრებით), იქნებ 1/4 ფინალშიც გვეთამაშა? რატომაც არა? ჩვენი გუნდი, უკვე მეორე ეტაპია სახლშია დაბრუნებული, უეფა-ს ევრო 2024-ის ოფიციალურ გვერდზე კი, გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირების, გიორგი მამარდაშვილი კი „სეივების" სათავეშია.