საქართველოს ქალთა ეროვნული ევრო 2025-ის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ევრო 2025-ის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
08.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შეკრება 3 ივლისიდან დაიწყო. ჩვენი გუნდი სასტუმრო „მოხალისეშია" დაბანაკებული და პეტრო არენაზე ვარჯიშობს. ირის ანტმანმა ჯგუფში დარჩენილი ორი შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელს დაუძახა. 


მაკარე: თათია გაბუნია („კვარტალი"), სვეტლანა გაბელაია („ელიტა"), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი");


დაცვა: მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი ("კვარტალი"), ნატა კვირკვაია ("ნიკე-ლუსო"), გვანცა ქადაგიშვილი ("ლანჩხუთი"), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), მარიამ კაპანაძე ("ლანჩხუთი"), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი", გერმანია)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი"), ნინო ბუხრიკიძე ("ნიკე-ლუსო"), თინათინ ამბალია ("ლანჩხუთი"), ნათია დანელია ("კვარტალი"), მაიკო ბებია ("ნიკე-ლუსო"), სალომი დიმოპულო ("კვარტალი"), ლიზი მწყერაშვილი ("ნიკე-ლუსო"), ირინა ხაბურზანია ("ლანჩხუთი"), ანასტასია ბოლქვაძე ("კვარტალი"), თეონა ბაქრაძე („თრაბზონსფორი", თურქეთი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი", აშშ),  ანა ჩემინავა („თრაბზონსფორი", თურქეთი).


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც ოთხი მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, ივლისში ჯერ სახლში და შემდეგ სტუმრად ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართვს.


12 ივლისს, ირის ანტმანის გუნდი თბილისში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ჩვენი მომავალი მეტოქეები, ამ შეხვედრამდე, ქულების მაქსიმუმით, ჯგუფის ლიდერები არიან. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც მეორე ადგილისთვის, უშუალო კონკურენტს,  16 ივლისს, დრუსკინინკაიში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


ფოტო: სფფ