ქართველს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის თამაშობდა გააქვს გოლი და ანგარიშს ათანაბრებს. სწორედ ასეთი რეაქცია და სიტყვები წარმოთქვა, კომენტატორმა საბა ლობჟანიძის გატანილი გოლის შემდეგ.
საბა ლობჟანიძის ატლანტამ აშშ-ის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში მორიგი მატჩი „სოლთ სეიქის" წინააღმდეგ გამართა.
ევროპის ჩემპიონატიდან 5 დღის წინ დაბრუნებულმა საბამ, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 69 წუთი ითამაშა და მის გუნდში საუკეთესოც იყო.
„ატლანტა" პირველივე წუთიდან ქრუქსის გოლით მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა 31-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ ლობჟანიძის გუნდი დიდი ანგარიშით, 2-5 დამარცხდა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საბას „ატლანტა" 24 ქულით მეათე ადგილზეა. 24 ქულა აქვს ასევე საფლეი-ოფო ზონაში მყოფ „ტორონტოს", რომელსაც „ატლანტაზე" ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
მომდევნო მატჩს „ატლანტა" აშშ-ის თასზე, 10 ივლისს, „ინდი ელევენის" წინააღმდეგ გამართავს.