ბორჯღალოსნები ფიჯისთან კვლავ დამარცხდნენ
ბორჯღალოსნები ფიჯისთან კვლავ დამარცხდნენ
05.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტესტ-მატჩი გამართა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ და 12-21 დამარცხდა. ამ ორი ნაკრების რიგით მეშვიდე დაპირისპირებაში, ბორჯღალოსნებს, ერთ მატჩი აქვთ მოგებული, ერთიც ფრედ დავასრულეთ. დღეს, კი მატჩის დრო ისე დასრულდა, რომ ჩვენებს ლელო არ დაუდიათ.

„ბორჯღალოსნებს" ამ დაპირისპირებაში, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის კაპიტანი მერაბ შარიქაძეც აკლდათ. სამაგიეროდ, იყო თედო აბჟანდაძე. არასრული შემადგენლობით თამაშობდა მოწინააღმდეგეც. ანგარიში კი, ქართველებმა საჯარიმოთი გახსნეს. საბოლოოდ, დღევანდელ შეხვედრაში დაგროვებული ყველაც ქულაც, საჯარიმოებზე მოდის.


პირველ ტაიმში ქართველების სამ ჯარიმას, სტუმრებმა ორი ლელოთი და ერთი ჯარიმით უპასუხეს და პირველი ტაიმი 9-13 მოიგეს. მეორე ტაიმში ფიჯელებმა კიდევ თითო ჯარიმა და ლელო დაგვიდეს და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს, 9-21.  ისე, გამოვიდა, რომ ამ ტესტ-მატჩში ქართველთა 12-ვე ქულა, რომელიც  საბოლოოდ დაფიქსირა, ჯარიმებით ლუკა მატკავამ გაიტანა. ამასთან ბოლო 10 წუთი, არც ერთ გუნდს ანგარიში არ გაუზრდია.


„ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ, 13 ივლისს იაპონიასთან, ხოლო 20 ივლისს, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ.


ფოტო: ირაკლი ტყემალაძის