დღეს, პეტრო არენაზე საქართველოს სუპერ თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დერბი, ქუთაისის „ტორპედოსა" და „დინამო თბილისს" შორის დედაქალაქელთა გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა იმერულმა გუნდმა, მოახერხა, „დინამო თბილისის" ახალგაზრდული, ძირითადად „დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული გუნდი დამარცხება 2-1.
ალბათ, ახალგაზრდა დინამოელებისთვის, შეხვედრის სტარტზე (3' ელიტონ ჟუნიორი) გაშვებული გოლი, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თბილისელებმა დაახლოებით 15 წუთი მოანდომეს „დალაგებას", თუმცა ამის შემდეგ, ბურთი სრულად გააკონტროლეს. რეალურად ქუთაისელებმა, პირველი გოლის შემდეგ, ერთადერთი შანსი გამოიყენეს და 61-ე წუთზე ნიკოლა ნიკოვიჩმა ტორპედოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
საინტერესო დეტალი - მეორე ტაიმის დასაწყისში დინამოელთა სასარგებლოდ, VAR-მა პენალტი არ დააფიქსირა. ამის შემდეგ, VAR-მა გააუქმა „დინამო თბილისის" მიერ გატანილი გოლიც, თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მომენტის სქრინშოტზეც კი, აშკარად ჩანს, რომ ბურთის გადაცემის მომენტში დინამოელი არანაირ თამაშგარე მდგომარეობაში არ არის. კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც შესაძლოა, შეხვედრა 11-მეტრიანების სერიაში გადაეყვანა, ასევე, არ დაინახა VAR-მა. ქუთაისელებმა, შეხვედრის მიწურულს, კარის ხაზიდან, სრულად გადაკვეთილი ბურთი გამოიტანეს, შესაბამისად, კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს თბილისელებს. ამ უკანაკნელ მომენტამდე „დინამო თბილისის" ახალგაზრდა მოთამაშემ ნიკა ცეცხლაძემ 85-ე წუთზე გაიტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროტურნირების მოსამზადებელ ეტაპად დაფუძნებულ ამ მინი-ტურნირზე ახალგაზრდა დინამოელებმა, რომლებიც სანაკრებო შესვენების შემდეგ, ფაქტის წინაშე, გუნდის ძირითადი მეკარის გარეშე დარჩნენ, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ძალიან მალე ქართული კლუბები უეფა-ს 2024-2025 წლების ევროტურნირებში ჩაებმებიან.