მარცხი მარცხად, თუმცა, 55 ქულა საკმაოდ დასაფიქრებელია
მარცხი მარცხად, თუმცა, 55 ქულა საკმაოდ დასაფიქრებელია
02.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ოლიმპირი თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე დაიწყო. თუ ჩვენი ნაკრები, აღნიშნული ტურნირის მოგებას მოახერხებს, გახდება პირველი ქართული გუნდი სათამაშო სახეობებიდან, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად, ასეთი კი, სამია დარჩენილი და ერთ-ერთი სწორედ, ლატვიაში თამაშდება, აუცილებლად ტურნირის მოგება სჭირდება. წესდების თანახმად, ტურნირში 6 გუნდი, ორ ჯგუფად მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, კი, პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს, ჯვარედინი სისტემით დაუპირისპირდებიან და მოგების შემთხვევაში, უკვე ფინალურ საგზურსაც გაითამაშებენ. არაა გამორიცხული, ამ გზაზე ალეკსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები სწორედ, მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდეს, რომელთანაც, პირველი შეხვედრა დღეს წავაგეთ.

თამაში, ტურნირის მასპინძელი ლატვიის წინააღმდეგ, რიგაში, გადაძეძგილ დარბაზში ტარდებოდა, სადაც თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველმა ქომაგებმა (ნაწილმა) ჩასვლა მოასწრო, გამამხნევებელი შეძახილები მკაფიოდ ისმოდა, თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ. კალათბურთის გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს ნაკრები ტრავმირებული გიორგი შერმადინის გარეშე ასპარეზობს. აქ კი, მოულოდნელად, თოკო შენგელიაც გამოგვაკლდა. თოკოს, კამერუნთან გამართული დახურული სპარინგის დაწყებამდე კუნთმა შეაწუხა. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბმა კი, როგორც ჩანს კაპიტნის დასვენება ამ მატჩშიც გადაწყვიტა, ვინაიდან, გათვლებით, თუკი, ჩვენ  4 ივლისს ფილიპინებს დავამარცხებთ და შემდეგ უკვე მეორე ჯგუფის გამარჯვებულს, კვლავ ლატვიასთან გვიწევს დიდი ალბათობით თამაშ და თოკოც, იქ უფრო საჭირო იქნება.


რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს,  ლატვიის ნაკრებს, რომელიც ჩვენი ჯგუფიდან პარიზის საგზურის გამოკვეთილი ფავორიტია, არის გუნდი, რომელმაც გასული მსოფლიოს ჩემპიონატს საფრანგეთი და ესპანეთი გამოთიშა და ნახევარფინალში, შესაბამისად, ოლიმპიადაზე გასვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.


დღევანდელი თამაში კი, მასპინძელი, ლატვიის სრული უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდიდან მოყოლებული გუნდმა უპირატესობის გაზრდა იმდენ ქულამდე მოახერხა, რომ იმ ერთადერთ მეოთხედშიც კი, რომელიც ჩვენ 17-13 მოვიგეთ, სხვაობის შემცირება, საერთო ანგარიშში, მხოლოდ 11 ქულამდე შევძელით.


პერიოდების მიხედვით, თამაშის მიმდინარეობა ასეთი იყო - 13-17, 11-28, 17-13, 14-25, საბოლოოდ კი, ქართველთა გუნდი 55-83 დამარცხდა. მარცხში, ალბათ, შესაძლოა იპოვო, მთელი რიგი გამართლებები, მაგრამ როდესაც მეტოქის კალათში, მხოლოდ 55 ქულის ჩაგდებას ვახერხებთ, აქ, ცოტა უფრო მეტი დასაფიქრებელი აქვს სამწვრთნელო შტაბს.


შენგელიას გარეშე, საქართველოს ნაკრებმა პირველ მეოთხედშიც იბრძოლა. აქ, ლიდერობა გოგა ბითაძემ და გიორგი კორსანტიამ აიღეს საკუთარ თავზე. ფარქვეშაც კონკურენტუნარიანად მოქმედებდნენ, უკანა ხაზში რატი ანდრონიკაშვილი და ჯო ტომასონი აქტიურობდნენ. პირველი პერიოდის ბოლო წამზე რიჰარდს ლომაზსმა სამქულიანი ჩააგდო და ლატვიამ 13-17 მოგვიგო.


რა არ გამოგვივიდა? შეცდომებმა, მეორე მეოთხედიდან იმატა. განსაკუთრებით გაცუდებული საჯარიმოები დაგვამახსოვრდა. კიდევ ნერვები, რომელსაც ჩვენები, აშკარად ვერ აკონტროლებდნენ. მაგალითად, გოგა ბითაძემ, პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრი პერსონალური (მათ შორის ტექნიკურიც) აკრიფა და ბუნებრივია, რომ დიდ რისკზე ვეღარ წავიდოდა. მიუხედავად ამისა, მატჩს ბოლოს, გოგა, ჩვენს გუნდში ყველაზე მეტჯერ სწორედ ბითაძე გამოირჩა - მარგი ქმედების კოეფიციენტი  16, მოხსნა 6, ბლოკი 2, მოპარვა 2. მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ ქულების რაოდენობით, საუკეთესო შედეგი ქართული გუნდიდან სანდრო მამუკელაშვილმა გამოიჩნა თავი - 14 ქულა, რატი ანდრონიკაშვილი კი, 2 ასისტით გამოირჩა.


დაუცველი პერიმეტრი, ფარზე არაზუსტი თამაში, ბევრი უწყინარ სიტუაციაში დაკარგული ბურთი, ზუსტი საჯარიმოების დაბალი მაჩვენებელი - ეს არის ის ყველაფერი რაც ჯერ ფილიპინებთან, 4 ივლისს, შემდეგ კი, თუ გავედით, 1/2 ფინალში იქნება გამოსასწორებელი. აი, შემდეგ კი შევხედოთ.



ფოტო: © FIBA