ვიდრე დღეს სტარტს აიღებს ევრო 2024-ის ყველაზე საინტერესო ეტაპი, რომლის შემდეგაც წაგებულს, უკვე თავის დასამშვიდებლად სხვა თამაში აღარ აქვს და აქ, ფრეც აღარ მოსულა, მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ თუ როგორ დაწყვილდა 16 გუნდი, 1/8 ფინალებში და თუ, ამ ჩემპიონატის დაწყებამდე, იმით ვხარობდით, რომ საქართველოს ნაკრები, ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდით, ახლა ის გვიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი 16 საუკეთესო გუნდს შრის წერია და ჩვენზე, ჩვენთან თამაშზე, რაც არ უნდა ხმაურიანი განცხადებები გააკეთონ სოციალურ მედიაში, ცნობილა ინფლუენსერებმა, ანდა სულაც სპორტსმენებმა თუ გამოცემებმა, საქართველოზე ლაპარაკობენ, აინტერესებთ, გუნდის შემადგელობა, სიახლეები. ამის შესახებ, გუშინ, გერმანული ფელბერტის სტადიონის საპრესკონფერენციო ოთხში მოჭარბებული ესპანელი, იტალიელი და სხვა ქვეყნის მედიაც მეტყველებდა.
მერვედფინალები კი დღეს, შვეიცარია-იტალიის თამაშით დაიწყება და სამშაბათს, ავსტრია-თურქეთის შეხვედრით დასრულდება. საქართველო, ხვალ, 30 ივნისს ითამაშებს. მანამდე კი, ვილი სანიოლის პრესკონფერენციაა ჩანიშნული, რომელიც ადგილობრივი დროით 13:45 საათზე დაიწყება. შემდეგ კი, ნაკრები ფელბერტში ივარჯიშებს.
მაშ ასე, 1/8 ფინალური ყველა წყვილი ასე გამოიყურება:
ესპანეთი - საქართველო
გერმანია - დანია
პორტუგალია - სლოვენია
საფრანგეთი - ბელგია
რუმინეთი - ნიდერლანდები
ავსტრია - თურქეთი
ინგლისი - სლოვაკეთი
შვეიცარია - იტალია
ამ შეხვედრების დაწყებამდე კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბომბარდირთა დავას, 3 გატანილი გოლით, ჩვენი გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს და მას კიდევ აქვს შანსი, ესპანეთთან მატჩში თავი გამოიჩინოს. მას შემდეგ 2-2 გოლით ბომბარდირთა დავაში „მომატების" შანსი აქვთ ჯამალ მუსიალასა და კოდი გაკპოს.
ასევე, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გიორგი მამარდაშვილს, მოგერიებული ბურთების თვალსაზრისით - მას ჯგუფური ეტაპის შემდეგ 20 ბურთი აქვს მოგერიებული!