ჩატარდა, გაირკვა და ჩაინიშნა - ქართული დერბი, სუპერ თასზე
ჩატარდა, გაირკვა და ჩაინიშნა - ქართული დერბი, სუპერ თასზე
29.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია, ქართული საფეხბურთო მექა გერმანიაში, კერძოდ კი პატარა დასახლება ფელბერტშია, დღეს თბილისსა და ბათუმში, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 1/2 ფინალები გაიმართა.

თბილისში, პეტრო არენაზე, 2023 წლის საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი „იბერია 1999", „დინამო თბილისს" დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. თუ არ ჩავთვლით მატჩის საწყის წუთებს, როდესაც „იბერიამ" მწვავედ შეუტია, სათამაშო უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ. საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონმა კი ანგარიში პირველ ტაიმში 11-მეტრიანით გახსნა. ნიკა ცეცხლაძის წაქცევის გამო, ბაკურ ნინუამ, მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა ზუსტად. ეს „ოქრის" სადებიუტო გოლი იყო, „დინამო თბილისის" მაისურით. მეორე გოლიც, დინამოელებმა 11-მეტრიანით გაიტანეს. ამჯერად, ნოდარ ლომინაძე გამოდგა გოლი ავტორი და ასევე, სადებიუტო გოლი მიითვალა დინამოელთა სახელზე. სუპერ თასის თბილისურ დაპირისპირებაში „დინამო თბილისმა" 0-2 გაიმარჯვა და ახლა, ფინალში, რომელიც  3 ივლისს გაიმართება, ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდება.


დღეს, დინამოელთა სახელით დებიუტი ჰქონდა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფერდინანდ ფელდჰოფერს.  ასევე, მთავარ გუნდში, სადებიუტო თამაში ჰქონდა მუხრან ბაგრატიონს, რომელიც „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია.


11-მეტრიანით გაიხსნა ანგარიში ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, სადაც სუპერ თასის, მეორე 1/2  წყვილში, საბოლოოდ, ქუთაისის „ტორპედომ" 3-4 გაიმარჯვა. სხვათა შორის, გაშვებული გოლის შემდეგ, ქუთაისელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა, გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა, რომელმაც, ამ შეხვედრის ძირითად დროში, დუბლი შეასრულა. 25-ე წუთზე, აჭარლები პაატა ღუდუშაურის გოლით კვლავ დაწინაურდნენ და პირველი ტაიმია მოიგეს.


რაც შეეხევა მეორე ტაიმს, შეხვედრის ამ მონაკვეთშიც სამი გოლი გავიდა, თუმცა, ეს ტაიმი სტუმრებმა მოგეს. ჯერ იონსენმა მოახერხა გათანაბრება. შემდეგ, ღუდუშაურმა კვლავ დააწინაურა ბათუმელები, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჟორჟინიომ თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა, რომელიც საბოლოო 3-4 „ტორპედომ" მოიგო და სუპერ თასის ფინალში გავიდა.



ფოტო: @fcdt