27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველოს ქათა ეროვნული ნაკრებისაერთაშორისო ასპარეზზეა. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ქალთა ნაკრები კვავ შეიქმნა და მონაწილეობას იღებს ევროპის რანგით ყველაზე დაბლა მდგომ ტურნირში - პატარა ქვეყნების ევრპის ჩემპიონატში.
სანამ შედეგებს გაგაცნბთ, გეტყვით, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებს ევროპის 7 ქვეყნის ნაკრები - კოსოვო, საქართველო, კვიპროსი, მალტა (A ჯგუფი), სომხეთი, ნორვეგია, ანდორა დ ალბანეთი.
შემდეგ ეტაპე 2 ნაკრები გადის, თუმცა საქართველომ საწყისი 2 მატჩი დათმო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. ჩვენი პირველი მეტოქე კვიპროსი გახლდათ, რომელსაც ქართველებმა პირველი ნახევარი 5 ქულით - 39-34 მოუგეს. მესამე და მეოთხე პერიოდები კვიპროსელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა. მესამე კვიპროსმა 35-8 იმარჯვა, მეოთხეში ლიდერობა 10 ქულით გაიმყარა და საბოლოოდ 89-57 (სტატისტიკა) იმარჯვა.
მეორე ტურში საქართველოს მეტოქე მატა გახლდათ და ქართველებმა დასაწყისში ისევ იძალეს. ჭეიშვილის გუნდმა პირვეი პერიოდი 23-14 მოიგო, თუმცა ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და უკვე მეორე პერიოდში ჩამორჩა. ყველა მომდევნო მეოთხედი მალტელებმა მოიგეს და საბოლოოდ 88-68 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს.
ჯგუფური ეტაპის, ბოლო, მესამე მატჩი ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვოს წინააღმდეგ გამართა. მასპინძლებმა, რომლებიც ადგილობრივ კედლებში თამაშობდნენ და გამოცდილი კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი თამაში იოლად, 92-58 გაიმარჯვეს. ჩვენს რიგებში ეფექტურობით ანა ქავთარაძე და კესო ბარბაქაძე გამოირჩნენ. ანამ 13 ქულა და 4 მოხსნა ხოლო კესომ 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
ჩემპიონატის სტრუქტური თანახმად ეროვნული ნაკრები ასპარეზობას მე-5 მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს და შემდეგ მატჩს 29 ივნისს გამართავს!