საბრძოლო განწყობა და კვარას მოლოდინები...
საბრძოლო განწყობა და კვარას მოლოდინები...
25.06.2024
ავტორი: მარიამ მესხი / თარამ ჯიშკარიანი

ევრო 2024-ის განვლილ შეხვედრებზე არ ისაუბრა, დღეს, გელზენკირხენში არც ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილისთან ერთად, მედიის წარმომადგენლების წინაშე წარსდგა. ხვიჩას იმედი აქვს, რომ რონალდოს მაისური თამაშის შემდეგ, მას დარჩება, თუმცა, თუ ცოტას გავიხუმრებთ, ალბათ საინტერესოა, ამ შემთხვევაში „ჩაკვეს" ვისი შეხვდება.


„პორტუგალიასთან თამაშსა და საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკის გარდა, სხვაზე არ ვაპირებ აქ ლაპარაკს.


არ ვღელავ, ბედნიერი ვარ, ვოცნებობდი რომ რონალდოს წინააღმდეგ მეთამაშა. მოტივირებული ვარ და იმის თქმა შემიძლია, რომ ოცნებები ხდება და გამარჯვება ჩვენკენ  იქნება.  კრიშტიანუს მაისურიც ჩემკენ წამოვა.


პეპე ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, შთამბეჭდავი კარიერა აქვს და მის წინააღმდეგ დიდი გამოცდილება იქნება თამაში. კარგია როდესაც ასეთ გამოცდილ მცველს ეთამაშები. ჩვენთან კი, ყველა შემტევი მზადაა, ვიცნ არ უნდა იყოს მცველი, მის წინააღდეგ ითამაშოს. მიზანია გოლი გავიტანოთ და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ.


ყველა პორტუგალიელი საუკეთესო ლიგებშია, გამოცდილები არიან და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. საქართველოს ნაკრებს ბევრ კარგ გუნდთან აქვს მატჩ გამართული. ბევრი მოგვიგია, ბევრთან შეგვეძლო მოგება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ყველა თამაშზე გამოვდივართ მოსაგებად. ვიცით ჩენი ამოცანა, და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კარგად ვითამაშოთ. ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს პორტუგალიაში.


დავრწმუნდით, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში. ამ ორ თამაშში შეგვეძლო უფრო მეტი ქულა აგვეღო. მძიმე ბოლო წუთებში მომენტები სადაც არ გაგვიმართლა, რადგან ორივე თამაშზე შეგვეძლო მოგვეგო და ან ფრე დაგვემთავრებინა. შეიძლება პორტუგალიასთანაც შეგვექმნას გარდამტეხი მომეტი და შევეცდებით, მცირედიც გამოვიყენოთ.


რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიქნები, ორმაგად მოტივირებულები. პორტუგალიას უკვე განაღდებული აქვს მომდევნო ეტაპზე თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გადასავლელად. ითამაშო ასეთი ნაკრების წინააღმდეგ... ბევრს, არ სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 1% - იც გაქვს შანსი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს შანსი გამოიყენო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ახალი ფურცელი მივამატოთ.


ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შეგვიძლია.


მე და ლეაუს კარგი ურთიერთობა გვაქვს ევროპის დაწყებამდე ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. სამწუხაროც არის და სასიხარულოც, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.


დორტმუნდში ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, თითქოს თურქეთში ვთამაშობდით, ჩეხეთის წინააღმდეგ კი პირიქით, სქართველოში გვქონდა თამაში. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მუხტია და იმედი მაქვს, გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს.


სადაც არ უნდა დავჭირდე გუნდს, იქ უნდა ვითამაშო. ბოლომდე დავიხარჯები. სხვანაირად მიწევს თამაში, კონტრშეტევაზე ვარ დამოკიდებული.. ჯერ ჩემი მაქსიმუმი არ გამიკეთებია და ვეცდები, რომ პორტუგალიის წინააღმდეგ ვაჩვენო ჩემი თამაში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, გელზენკირხენში, „შალკეარენაზე" პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. რამდენიმე წუთში კი, კვარა თანაგუნდელებთან ერთად ფელბერტში ივარჯიშებს.


ფოტო: @UEFA