ვილი ქართულად „გამარჯობა" დაიწყო. მასთან ერთდ დღეს, მედიასთან შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცხელია იყო. ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა, განვლილ მატჩებზე ლაპარაკისგან ამ ჯერზე თავი შეიკავეს და მომავალ შეხვედრაზე, პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრეს.
ვილი სანიოლი:
განვლილ ორ მატჩზე არ ვილაპარაკებთ, რადგან ეს უკვე გავაკეთე. დღეს პორტუგალიაზე ვილაპარაკებთ. ბუდუ გუნდის ნაწილია. მან თურქეთის წინააღმდეგ ითამაშა. ჩეხეთთან სხვა არჩევანი მქონდა, ხვალ, პორტუგალიასთან, გადავწყვეტთ რა ვქნათ. აქ (ქართველები), ყველა ცოტა პოლიტიკურია, მე ძალიან შორს ვდგავარ პოლიტიკისგან. მინდა, მივიღ სწორი გადაწყვეტილებები, მხოლოდ ფეხბურთის გათვლით. 6-7 თვის წინ, ყველა წინააღმდეგი იყო, თუ რატო დავაყენე ბუდუ და არა მიქაუატძე, რომელიც გუნდში მყავდა... მხოლოდ ფეხბურთიდან გამომდინარე ვმოქმედებ. მე მწვრთნელი ვარ და არა სხვა რამ და ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ბოდიში გადახვევისთვის. ყოველთვის ვიღაც სულელი ადამიანები მადანაშაულებენ და აღარ ვაპირებ გაჩუმებას.
„კიტე" არ იყო წინა შეხვედრებში, მაგრამ ხვალ მისი გუნდში გამოჩენა შესაძლებელია. ის, ამ თამაშისთვის მზად არის.
ჩვენთვის აქ ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა. მაგრამ როდესაც გერმანელი ხარ უფრო მეტი გინდა. ჩვენ ხალხს, ყოველთვის მეტის გაკეთება უნდა, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ რომ უფრო ძლიერები გავხდეთ. პორტუგალიის ნაკრებში, ტოპ მოთამაშეები არიან. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თუ კვალიფიკაცია გვინდა, ეს უნდა ვქნათ. ყველა ჩენი მოთამაშე მზადაა, მაქსიმალურად გაართვას თავი.
მე ვერ ვილაპარაკებ ქვეყანაზე, შემიძლია ვილაპარაკო ფეხბურთელებზე. აქ, უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, ჩემპიონატამდე ვინმეს რომ ეთქვა, მესამე თამაშში გადაწყდებოდა კვალიფიკაციის ბედიო, ამას ხელს მოვაწერდი მაშინვე. მაგრამ, ახლა ხვალ ვეცდებით კარგად და სწორად ვითამაშეთ და კარგი თმაში შევთავაზოთ გულშემატკივარს.
როგორ მოახერხეს ფეხბურთელებმა აღგენა? რა თქმა უნდა ზოგმა მოთამაშემ უფრო მეტი თამაში ჩაატარა და შეიძლება დაღლილი იყოს, მაგრამ ჩვენ, 26 მოთამაშე გვყავს და ალბათ, შესაძლოა მეტი დინამიკა, ენერგია და დასვენებული მოთამაშეები შევიყვანოთ შემადგენლობაში. ბუნებრივია, მთელ გუნდს არ შევცვლი.
ეს იყო, გელზენკირხენში პრეს-კონფერენციაზე. რამდენიმე წუთში კი, ფელბერტში, პორტუგალიასთან თამაშის წინ, ნაკრები ბოლოჯერ ივარჯიშებს.
foto: Frederic Scheidemann - UEFA/UEFA via Getty Images