რეგულარულის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ლანჩხუთმა“ ლიდერთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა
რეგულარულის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ლანჩხუთმა“ ლიდერთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა
23.06.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ლიგის მე-11 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. სფფ-ის ბათუმის საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივმა „ბათუმმა", რომელიც დღევანდელ ტურის შემდეგაც, სატურნირო ცხრილში, 21 ქულით მეოთხე საფეხურზეა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „ლანჩხუთთან" 0-4 წააგო.


სტუმრებმა ანგარიში მე-4 წუთზე, ირინა ხაბურზანიას გოლით გახსნეს. გამომდინარე იქიდან, რომ ორ ტურში უკვე რეგულარული ჩემპიონატი სრულდება და გუნდები, ზედა და ქვედა ჯგუფებში გააგრძელებენ ასპარეზობას, ზედა ოთხეულის კანდიდატ გუნდებთან ყველა ქულა და გოლი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „ლანჩხუთმა" სამი ქულია მოსაპოვებლად, მეტოქეს თავისი თამაშია მოახვია თავს და ამასთან, პირველივე ტაიმში, მატჩს ბედი გადაწყვიტა. გოლები, 27-ე წუთზე სოფიკო ნარსიამ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე კი, ეთერ სულაშვილმა მესამედ აიღო ბათუმელთა კარი.


თამაშს სცენარი, არ შეცვლილა არც მეორე ტაიმში, თუმცა, ამ მონაკვეთში, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 73-ე წუთზე მარიამ კაპანაძემ, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, ორი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს, კვლავ „კვარტალი" ლიდერობს, 31 ქულით. ერთი ქულით ნაკლები აქვს „ლანჩხუთს", მესამე საფეხურზე, 28 ქულით „ნიკე-ლუსოა", მომდევნო კი, 21 ქულით „ბათუმია".


ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო ორი ტური 25 და 30 ივნისს არის ჩანიშნული.