პირველი ქულა, პირველი 11-მეტრიანი და პირველი ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ორ თამაშში ზედიზედ გაიტანა. სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩეხეთის კარში, 11-მეტრიანი დაინიშნა და ჟორჟი მივიდა დასარტყმელად, ცოტას ავნერვიულდი, მაგრამ ამჯერად, მიქაუტაძე „ცივსისხლიანი" გამოდგა და ჩეხებს ბურთი გასახდელში გაატანა. ალბათ, საინტერესოა, რომ პირველი ტაიმი, ძირითადად ევროპის ჩემპიონატებზე მეტად გამოცდილი ჩეხეთის აქტიურობით წარიმართა (კარში დარტყმებს ვგულისხმობთ) და შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილსაც მოუხდა თამაშში ბევრჯერ ჩართვა. ჩვენმა მოწინააღმდეგემ, განსაკუთრებით, შეხვედრის დასაწყისში შემოგვიტია, პირველ 3-4 წუთში, „მამარდას" უკვე სამი კარგი „სეივი" ჰქონდა. საბოლოოდ, თამაშის დასრულების შემდეგ, გიორგი ევროპის ჩემპიონატის პირველი მეკარე გახდა, რომელმაც თამაშის შემდეგ ჯილდო მიიღო. ბუნებრივია, „მამარდა", ქართველთაგანაც პირველი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგანგებო ჯილდო მიიღო.
„პორტუგალია არის ერთ -ერთ ფავორიტი, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ვნახოთ რა მოხდება. რაც შეეხება ჩეხეთს, კარგი შეთამაშებული გუნდია. ცდილობდნენ ბევრი ჩაწოდება გაეკეთებინათ, ჩვენ ეს ვიცოდით და ამაზე ვიმუშავეთ, წარმატებას ვუსურვებთ შემდეგ თამაშებში.
ლობჟანიძეს, ყველაზე მეტად უნდოდა შეეგდო, მაგრამ არ გამოვიდა, გააგრძელოს ვარჯიში, თამაში და აუცილებლად შეაგდებს შემდეგ თამაშებზე. კი, მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე. უნდა გააგრძელოს და თავი არ დახაროს. რადგან პირველი ქულა ავიღეთ.
ორი შემთხევაში კონცენტრაცია დავკარგეთ, პირველ ჯერზე გადავრჩით, რადგან ხელით გაიტანეს. უფრო მეტი კონცენტრაცია გვჭირდება დიდ ტურნირებზე
უცბად გამიჩნდა მოსაზრება, რომ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა. თუმცა ჯერ კიდევ რაღაც შანსები რჩება", - ეს გიორგი მამარდაშილის შეფასებაა, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
მამარდაშვილზე, მოგვიანებით, მედიასთან შეხვედრისას ვილი სანიოლიც ისაუბრებს. ევრო 2024-ის მეორე კალენდარულ შეხვედრის პირველ ტაიმში, რეალურად არ დაურტყამს, თუმცა, არც მეორე ტაიმში გვგქონდა რეალური განსაკუთრებული მომენტი, თუ არ ჩავთვლით საბა ლობჟანიძს ბოლოსკენ ევრო 2024-ის მეორე ჯგუფურ შეხვედრაში, საქართველო ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ პირველი ქულა აიღო. მატჩი, 1-1 დასრულდა (მატჩის სრული სტატისტიკა).
„ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მოთამაშეებს ასე ნათქვამი არ მოეწონებათ. ნახევარი წლის წინ საქართველოში, ბევრი პოზიტიური რამ გავაკეთეთ, ამავდროულად ეს იყო ბევრი ადამიანის გამოცდა. მე რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ვერ გეტყვით როგორ უნდა მეგრძნო თავი. თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა - თუ არ სცადე, არაფერი გამოგივა. ამისთვის ცდაა საჭირო, ზოგჯერ შესაძლოა ვცდებოდით. თუმცა, შედეგის მისაღწევად, ცდებია საჭირო, ამის გარეშე არ გამოგივა. ჩეხებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი წუთების მერე ცოტა დაბნეულები იყვნენ, მაგრამ მოახერხეს კონცენტრაცია და ერთი ქულა დაიმსახურეს,"- იტყვის ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.
მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლიმ აღნიშნა, რომ თურქებისგან განსხვავებით, ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. შეხვედრაში, ჩვენი მეტოქის ეს პლიუსი თითქმის ყველა ორთაბრძოლის დროს იმჩნეოდა. სადაც არ გასდიოდათ, იქ, ჯარიმების „აკიდებისაც" არ ერიდებოდათ. საერთო ჯამში, ჩეხებმა 5 ყვითელი მიიღეს, ჩვენ 4.
„ჩეხები პირველ წუთებში მოგვაწვნენ. შესაბამისად, დღევანდელი თამაშის შემდეგ, მათ უფრო უნდა ჰქონდეთ იმედი გაცრუებული. რადგან ბევრი მომენტი ჰქონდათ. ჩენ გვყავს საუკეთესო მეკარე, რომელმაც განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. შეიძლება, იმედგაცრუება მქონდეს ბოლო მომენტზე, რადგან უნდა მოგვეგო", - ამბობს სანიოლი.
რადგან სტატისტიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ალბათ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩეხები 17-ჯერ, საქართველოს ნაკრები კი, 12-ჯერ დაჯარიმდა, აქედან, საკუთრ ნახევარზე ჩვენ 2-ჯერ, მოწინააღმდეგე კი, 5-ჯერ. კარში დარტყმების მხრივაც ჩეხები გვჯობნიდნენ. საერთო ჯამში, ჩეხებმა მამარდაშვილის კარის მიმართულებით 26-ჯერ დაარტყეს. ე.წ. კარის ჩარჩოს მიმართულებით 11-ჯერ! საპირისპიროდ, კარის მიმართულებით დარტყმული ბურთებიდან, ე.წ. ჩარჩოში, ჩვენი მაჩვენებელი არის 1. თუმცა, ამ სტატისტიკას, რომ თავი დავანებოთ, ეს ისედაც კარგად ჩანდა თამაშის დროს. მიუხედავად ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლი შეეცადა კონკრეტული ფეხბურთელების შეფასებებისგან ამ ჯერზე თავი შეეკავებინა.
„ხვიჩაზე ცოტა ხნის ანალიზის მერე ვილაპარაკებ. ახლა, დრო არაა, „კიტეს", რაც შეეხება ვიმედოვნებთ, რომ ბოლო თამაშზე იქნება. კვირკველია იმიტომ გავიყვანეთ, რომ მან 10 დღე ევრომდე ჰოსპიტალში გაატარა და ავსტრიაში შეკრებაზე ჩამოსვლის შემდეგ ვერ იყო ისე. მას მივეცით 2 თამაში 4 დღეში, რადგან დაესვენა. შევუშვით გველესა და კარგად შევიდა თამაშში", - ამბობს ვილი.
ისევ, მატჩს რომ დავუბრუნდეთ. ჩეხები, „ფიზიკურობის" გარდა, კარგად აწოდებდნენ, ეს ისაა, რაზეც მამარდამ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა. შესაბამისად, ერთ მომენტში, საქმეში ჩარევა მოუხდა VAR-ს. 23-ე წუთზე ადამ ჰლოჟეკმა გაგვიტანა, თუმცა, გოლი ხელით გაიტანა შესაბამისად გაუქმდა. კიდეც. ამ ტაიმში, VAR-ი საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერია. როდესაც, ჩეხებმა კვლავ ხელით ითამაშეს და ამჯერად, საგოლე სიტუაციაში მყოფ გურამ კაშიას ააცალეს ბურთი ფეხიდან. არადა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი „უხუცესისთვის" ეს, კარიერის გოლიც იქნებოდა.
როდესაც, პენალტის ნიშნულთან, გიორგი მიქაუტაძე მივიდა, ძალაუნებურად, 26 მარტს გაცუდებული 11-მეტრიანი დამიდგა თვალწინ. თუმცა, ჟორჟი ამჯერად ცივსისხლიანად მოიქცა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად, დავწინაურდით.
„ჩენ ვიცოდით, რომ არაფერი გვგქონდა დასაკარგი და ამ ჩემპიონატზე, მთავარი იყო მონაწილეობა. როდესაც იცი ქართველები, იცი რომ იმათ „შეუძლიათ", მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც კი... თუმცა, ეს პირველია და ასეთ მატჩებზე ბიჭები ნახულობენ, რეალურად რა არის მაღალი დონის თამაში და ეს არ არის ამა თუ იმ თამაშში, რაღაც 5-10 წუთიანი მონაკვეთი. ეს არის 90 წუთიანი გაკვეთილი. ეს თამაშები დაეხმარება გუნდს და ქვეყანას მომავალში.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩემთვის რომ ეთქვათ, ბოლო თამაშში, კვალიფიკაციის გადასალახად ითამაშებო, შესაძლოა, რაღაც გეფიქრა. იქნებ ითამაშო კვალიფიკაცი ბოლო მატში წინ რომ ეთქვათ, არ ვიცი რას ვიფიქრებდით. მაგრამ ახლა პორტუგალიაა. ჩვენ პატივს ვცემთ პორტუგალიას და ბოლომდე მოვემზადებით. ამბიცია კარგია, მაგრამ ეს იქნება რთულ თამაში. უკვე ჩატარებული ორი თმაშიც რთული იყო და ახლა, კარგი აღდგენა გვჭირდება. ვეცდებით კარგად მოვემზადოთ", - ამბობს სანიოლი.
და ის, რითაც სტატია დავიწყეთ. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, საქართველო დებიუტანტია. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი ყოველ თამაშში ახერხებს გოლის გატანას და ეს, ტრადიცია, დიდი ალბათობით, მომავალშიც გაგრძელდება. ბუნებრივია, დღევანდელ თამაშში იყო, ერთი ძალიან დასანანი მომენტი - მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე, მინდორზე რამდენიმე წუთით ადრე შემოსულ საბა ლობჟანიძეს, შეეძლო გოლი გატანა. ასევე შევლაზე შემოსული გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით, ლობჟანას შეეძლო, ჩვენი გუნდისთვის არა ქულა, არამედ მთელი სამი ქულა მოეტანა. თუმცა, (ერთ დროს დინამოური) საბამ გააფუჭა და გვარიანადაც განიცადა. ჩემი პირადი მოსაზრებით, საბას, რომელსაც ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა, იმ ბარიერის გადასალახად, რაც სხვებმა თურქეთთან მატჩის დროს გააკეთეს, ამჯერად საბას დააკლდა. სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია ჰქონდა პირველ შეხვედრაში თურქებთან ბუდუ ზივიზივაძესაც. თუმცა, თამაშიდან თამაშამდე, ეს ყველაფერი „ალაგდება" და ვილის დავესესხები, ჩვენი ბიჭებიც ნელ-ნელა ჯერ ევროპული ფინალური ეტაპის შემდეგ კი, მსოფლიოს აკლიმატიზაციასაც გაივლიან. მანამდე კი, საკმაოდ რთული მატჩია პორტუგალიასთან, რომელმაც, ჯგუფის მეორე შეხვედრაში, თურქეთი მშრალი ანგარიშით, 0-3 დაამარცხა და ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე პირველი ადგილით გააგრძელებს ასპარეზობას.
„შეიძლება საბა ახლა თავს ცუდად გრძნობდეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მან თავი კარგად იგრძნოს. როცა იცი საიდან მოდიხარ შეიძება გაცრუებული გქონდეს იმედი მაგრამ ახლა ვიცი რომ მთელი ქვეყნაა განსაკუთრებულად , ქართულად აღნიშნავს ამ ქულას", - ამბობს სანიოლი.
მომდევნო მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღდეგ, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. მანამდე კი, უეფა-ს ევრო 2024-ის გვერდიდან ერთი სქრინი, რომელსაც ალბათ, ბევრი, ვერც წარმოიდგენდა.
|
#მევარსაქართველო #ევრო2024
სტატიაში გამოყენებულია ფოტო: (c) Joosep Martinson - UEFA/UEFA via Getty Images