ჰამბურგი საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის ემზადება
ჰამბურგი საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის ემზადება
21.06.2024
ავტორი: მარიამ მესხი

დღეს, ჰამბურგში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ნახევრმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.


ვილი სანიოლი: „ემოციური მატჩი გამოვიდა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურნირზე პირველი მატჩი იყო და ამიტომ, პირველი 20-25 წუთი არც ისე კარგი იყო. ვფიქრობ, ამ თამაშს ფეხბურთელები კარგად დაიმახსოვრებენ, გვქონდა კარგი ანალიზი. ჩეხეთთან მატჩისთვის კი, მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი არ იქნება მზად.


ჩხებს განსხვავებული გუნდი ჰყავთ. თუ ბოლო 25-30 წელიწადს გადახედავთ, ისინი მუდმივად მნიშვნელოვან ტურნირებზე გამოდიან, და გამოცდილებაც დაუგროვდათ.

უნდა დავაფასოთ ეს გუნდი, როგორც თურქეთის წინ ვთქვი, ჩვენ მეტოქეზე არ ვფოკუსირდებით, მთავარია, რას ვაკეთებთ ჩვენ და ახლაც ასე იქნება.


„ჩაკვე",  შეცვლით ბედნიერი არ იყო, თუმცა არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან გასვლით ბედნიერია. ეს რეაქციები ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ეს გუნდის განწყობაზე არ მოქმედებს.


ჩვენ ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. ვიცით მათი სისუსტეები, სიძლიერეები, ამისთვის. პრობლემა არა მეტოქე, არამედ ჩვენი თავდაჯერებაა. ხშირად ვეუბნები ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, მთავარია ჩვენი განწყობა, თავდაჯერება და როგორ ვითამაშებთ.


გიორგი ქოჩორაშვილი: „რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, იმტიომ, რომ აქ ვართ ვიცით, ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც ასევე, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, ვიბრძოლებთ და ვეცდებით ასევე შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ტურნირი ვითამაშოთ, ვისაც არ უნდა კითხო საქართველოში, ყველა უბედნიერესია ამ ფაქტით. ხვალინდელ მატჩში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა იამაყოს.


რა თქმა უნდა, რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. აქამდე მოვედით იმ შრომით, თავდაჯერებით, ფიქრით, ვარჯიშით ამ თამაშისთვის. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ეს ბრძოლის ველი არ არის, ჩვენ უნდა მივიღოთ სიამოვნება, როდესაც სიამოვნებას იღებ, ყველაფერი გამოგდის. ჩემი მისიაა, რომ ვისიამოვნო თამაშით და ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო სასურველი შედეგის მიღწევაში.


ფეხბურთში შედეგი, მხოლოდ ის არის, რის გამოც ვთამაშობთ. ჩვენ ახლა, მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა გავიდეთ ჯგუფიდან, იმაზე, თუ რა გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა და ვფოკუსირდეთ ხვალინდელ თამაშზე.


შორიდან დარტყმებისთვის ჩვენც ვემზადებით, მე პირადად არამხოლოდ მინდორზე, არამედ მინდვრის გარეთაც ვცდილობ დავარტყა.