ჰამბურგში ქართველები ქულების ასაღებად ჩადიან
ჰამბურგში ქართველები ქულების ასაღებად ჩადიან
20.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფელბერტში დღეს, ქართული მედიისთვის ვარჯიშ დახურული იყო. თუმცა, ქომაგები, მათ შორის უცხოელები უკვე ტრადიციულად მათ გამოსვლას სასტუმროს მიმდებარე ქუჩებიდან აკვირდებოდნენ. სწორედ, ამ პატარა გერმანულ ქალაქში, რომელიც ჩვენს ბორჯომს წააგავს, თუმცა, ბევრად მოვლილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.


კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს ვარჯიშს, ოთარ კიტეიშვილი, მის გარეშე კი ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.


20 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი.

 


„ტურნირი გრძელდება და ფეხბურთელები სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო მატჩისთვის. განსხვავებული თამაში გველის. სხვა მოწინააღმდეგე გვყავს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ თამაშისგან არა მხოლოდ პოზიტიური ემოციები, არამედ შედეგიც მივიღოთ. ქულები და თამაშის მოგება გვჭირდება, იმისთვის, რომ დიდი ხანი დავრჩეთ ევროპის ჩემპიონატზე და გავიხანგრძლივოთ ეს არაჩვეულებრივი დღეები", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი.


ხვალ, ჩვენი გუნდი დილით კვლავ ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშებს. ამის შემდეგ კი, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 18:30 საათზე მედიისთვის პრეს-კონფერენციას გამართავს.