ზედა ჯგუფის სამეული, საბოლოოდ გამოიკვეთა, ვინ იქნება მეოთხე?
ზედა ჯგუფის სამეული, საბოლოოდ გამოიკვეთა, ვინ იქნება მეოთხე?
21.06.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგის 2024 წლის გათამაშების მედლებისთვის ბრძოლას, დღეს ჩატარებული მე-12 ტურის შემდეგ, უკვე ცნობილია, რომ ორი თბილისური გუნდი „კვარტალი", და „ელიტა", ასევე, „ლანჩხუთი" გააგრძელებენ. ამ სამეულთან ერთად, უფრო ახლოს არის „ბათუმი", რომელსაც ზედა ჯგუფში მოსახვედრად, „ნორჩ დინამოსთან" შედარებით, რომელსაც თეორიული შანსი, გააგრძელოს ბროლა მედლებისთვის ჯერ კიდევ აქვს, ხუთი ქულით მეტი და ერთი ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული (იხილეთ სატურნირო ცხრილი).

დღევანდელი მეთორმეტე ტური კი, უხვგოლიანი გავიდა და ოთხ თამაშში, 19 გოლი გავიდა. გათამაშების ლიდერმა „კვარტალმა", სტუმრად, „ელიტას" წინააღმდეგ ითამაშა. სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, თბილისური დაპირისპირება მასპინძლებისთვის უსიამოვნოდ, ავტოგოლით დაიწყო. ანგარიში, მე-8 წუთზე გაიხსნა. 25-ე წუთზე კი, ლიზი კანკიამ უკვე ორი ბურთით დააწინაურა თანაგუნდელები. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, კანიამ დუბლი გაიფორმა და „კვარტალსაც" მორიგი სამი ქულის ჩასაწერად ხელიც წააშველა. თუმცა, მატჩის მიწურულს, „ელიტა" შეეცადა თავის მხრივ ქულის მოპოვებას მაინც. მე-80 წუთზე ჯერ მანონი საღარაძემ აიღო ლიკა ცუხრუკაიძეს კარი, რომელმაც თათია გაბუნია შეცვალა მეორე ტაიმში. 83-ე წუთზე კი, ნია ნოზაძემ ანგარიში ერთ ბურთამდეც შეამცირა, თუმცა, „ელიტას" ქულის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ. შეხვედრა 2-3, „კვარტალის" სასარგებლოდ დასრულდა.


დიდი ანგარიშით, 7-0 გაიმარჯვა თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე თბილისის „ნიკე-ლუსომ". შეხვედრაში, რომელიც სფფ-ს YuuTube არხით გადაიცემოდა, თბილისელებმა შეხვედრის ბედი პირველი ტაიმში გადაწყვიტეს, რომელშიც „ბათუმს" ხუთი გოლი გაუტანეს. ანგარიში, ნინო ბუხრიკიძემ, მე-5 წუთზე პენალტით გახსნა და ამ ტაიმში ჰეთ-თრიქიც (35', 40') შეასრულა, კიდევ ორი გოლი, ნათია ჯოჯუამ (30') და მაიკო ბებიამ (44') გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, ბუხრიკიძემ  (49') კიდევ ერთ გოლი გაიტანა და დღევანდელ შეხვედრაში პოკერიც გაიფორმა. ბოლო გოლი კი, შავი ზღვისპირელებს ვანესა ფრანკო-ხირალდომ გაუტანა.


4-0 სძლია „ლანჩხუთმა" ხობის „კოლხეთს". გვიმბალაურის სფფ-ის ტექნიკური ცენტრი თამაში, პირველ წუთებზე გასული ავტოგოლით დაიწყო და დრამატულად განვითარდა. ლანჩხუთელებმა ამ მატჩში, ორი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. თუმცა, ანა მილჩევსკას დუბლითა და ლანა გორგაძის გოლით, კომფორტული უპირატესობით მოგება და კარის მშრალად შენახვაც მოახერხეს.


ამ ტურის ბოლო შეხვედრაში, „მართვე", ქუთაისის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში დამარცხდა ერთ ბურთიანი სხვაობით, 1-2. გამარჯვებულთაგან, გოლები მე-12 და 43-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გაიტანა. მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე ანა ჯანელიძემ კი გაქვითა ერთი ბურთი, თუმცა, ის, მხოლოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა.


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს წინა, მე-13 ტური 25 ივნისს არის ჩანიშნული. თუმცა, მანამდე, 23 ივნისს, „ბათუმი" და „ლანჩხუთი", ანგისასზე, მე-11 ტურის გამოტოვებულ მატჩს გამართავენ.