ღეს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ და 3-1 დამარცხდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. 3-1 დამარცხდა. ქართული ფეხბურთს ახალი ფურცელი ასეც და ისეც, გადაიშალა. წვიმიან ამინდში, რომელშიც შედეგი ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა, ქართველებმა, პირველი გოლის გატანა 32- ე წუთზე მოვახერხეთ. ის ჟორჟი მიქაუტაძის ანგარიშზეა.
ლუკა ლოჩოშვილი: „ჩვენთვის ასეთ დიდ ტურნირზე თამაში უდიდესი პატივია. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საწყის წუთებში ნერვიულობა იგრძნობოდა. დებიუტანტი გუნდისთვის ეს დამახასიათებელია. დროის გასვლის შემდეგ, უფრო თამამად ვითამაშეთ და დომინანტურებიც ვიყავით. 2-1-ის შემდეგ არაერთი შანსი გვქონდა, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა. მიმაჩნია, რომ ფრეს და ზოგადად უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.
რაც შეეხება მოედანზე ჩემს შესვლას, მწვრთნელმა დამავალა, რომ ჩაწოდებულ ბურთებზე მებრძოლა და მეორე სართულზე ორთაბრძოლები მომეგო. მართალია, ამ დროს ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობდი, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, რადგან სადაც შენს ნაკრებსა და ქვეყანას სჭირდება, იქ უნდა ითამაშო. საქართველოს ნაკრების გამო ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები.
არ ვფიქრობ, რომ აქ იღბლის გამო ვართ და ამ ტურნირზე არ უნდა ვასპარეზობდეთ. თურქეთთან მატჩშიც კი, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და ფრე უნდა გვეთამაშა. აქ ვართ იმიტომ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მჯერა, რომ შემდეგ თამაშს უკეთესად ჩავატარებთ.
ყველამ კარგად იცის, თუ როგორი ქომაგები ჰყავს მეტოქეს. მიუხედავად ამისა, ქართველი გულშემატკივარი მოწოდების სიმაღლეზე იყო, რისთვისაც მადლიერი ვარ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დღეს აქ ყოფილიყვნენ. ამაყი ვარ იმით, რომ ქართველი ვარ. ფეხბურთელებმა მადლობა ჩვენი თამაშითა და შედეგით უნდა გადავუხადოთ.
ახლა კი, ჩვენი შეცდომები კარგად უნდა გავაანალიზოთ და მომავალი შეხვედრები უფრო თამამად ჩავატაროთ. მიმაჩნია, რომ კარგი გუნდი ვართ და მომავალი შეხვედრების უფრო მეტი სითამამით ჩატარება შეგვიძლია".
გიორგი ქოჩორაშვილი: „ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში ჩავატარეთ. ყველას გვინდოდა, რომ ეს თამაში ჩვენი გულშემატკივრებისათვის მიგვეძღვნა. ახლა მთავარია, რომ ძალები სრულად აღვიდგინოთ და ჩვენი მომენტები, როგორც შეცდომები, ასევე კარგი მხარეები გავააანალიზოთ. მომდევნო მატჩში საგოლე მომენტები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენი გულშემატკივრის ხმასა და ენერგიას ვგრძნობდით და მათი მადლობელი ვარ. მადლობას გადავუხდი, როგორც სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, ასევე მათ ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ეკრანებიდან გვქომაგობდა.
ჩვენ ნამდვილად არ დავნებებულვართ. გიორგი მამარდაშვილის კარიდან გამოსვლა იმის დასტური იყო, რომ ქულისთვის ვიბრძოდით.ყველამ ვიცით, რომ ჟორჟი მაღალი დონის თავდამსხმელია და მასთან ჩემ მომენტზე ვისაუბრე. მას რჩევა ვკითხე და მითხრა, რომ როდესაც მოწინააღმდეგე მოვატყუე, შესაძლოა, დავახანე და მაშინვე რომ დამერტყა, ბურთიც გამეტანა".
ლაშა დვალი: „უპირველესად, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ თურქი ქომაგი გაცილებით უფრო მეტი იყო, მათი ხმა და ენერგია საკმაოდ იგრძნობოდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საწყისი 20 წუთი რთული იყო, რის შემდეგაც არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა. ჩეხეთის ნაკრები დღევანდელი მოწინააღმდეგისაგან განსხვავდება. ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და ჩვენს ქვეყანას სასურველი შედეგი მოვუტანოთ.
მიუხედავად ანგარიშით 3-1 მარცხისა, ამ თამაშში არაფერი დავაკელით და მომენტებიც საკმაოდ იყო. სამწუხაროდ, მომენტებს გამოყენება უნდა და ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ მის რეალიზებას ვერ ახდენ.
ახლა კი, შემდეგი მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიგოთ".
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავს.