ახალი ქართული თავგადასავალი დაიწყო - გაჩერება დორტმუნდი
ახალი ქართული თავგადასავალი დაიწყო - გაჩერება დორტმუნდი
18.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დორტმუნდში ახლა ნამდვილად იწყებს წვიმას, სავარაუდოდ, ჩვენი გვერდის წარმომადგენელი, რომელიც  ქართველ ქომაგთა მსვლელობას მოჰყვება ალბათ, მაგრად დასველდება.

მე, მედია ჰაბში ვარ და ვცდილობ დილის შთაბეჭდილებების ნაწილი გადმოგცეთ. აქ, ბულიტებად ჩამოვწერ:


ქართველები და თურქები დღეს, ერთი და იმავე რეისებით ჩამოვიდნენ დორტმუნდში, საქართველოს და ბუნებრივია, თურქეთის მაისურებით;


ხმაურობენ ქართულად და თურქულად, ასე, რომ ხმას თუ გაყვებოდი, აუცილებლად შენს ბანაკში მოხვდებოდი...


მეც ხმას გავყევი და ჩვენი გვერდის დიდი ხნის მეგობრები თემურ ქეცბაია და მურთაზ შელია აღმოვაჩინე. ქეცბას, ყოველი მეორე ფოტოს გადაღებას სთხოვდა, ცოტა არ იყოს, შელოს ეს ეწყინა 


დორტმუნდში დღეს ჩამოვიდნენ ქართველები მთელი ევროპიდან. ჩამოვიდნენ ოჯახებით, ჩამოვიდნენ საქართველოდანაც რაღა თქმა უნდა...


საქართველოს მაისურებით დღეს თამაშს დაესწრებიან ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან... ეს ვინც, უცბად, უცბად ვიპოვეთ...


ქომაგები მსვლელობით მოდიან სტადიონისკენ და ამ ფოტოებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მსვლელობით მოვიდნენ სტადიონზე თურქებით...


#მევარსაქართველო #ევრო2024 ფოტო-ამბავი