ბადრი ყაველაშვილმა კაიაკით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა კაიაკით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18.06.2024
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

კანოე-კაიაკიში უნგრეთის სეგედში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. ამჯერად წარმატებას ბადრი ყაველაშვილმა მიაღწია.


კაიაკიში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონმა წარმატებას უფროსებშიც მიაღწია. ყაველაშვილს 200 მეტრზე (K1) საკვალიფიკაციო გაცურვისას მეოთხე შედეგი (35.312) აღმოაჩნდა, რამაც მას ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მისცა. ნახევარფინალში შედარებით უკეთ გამოვიდა - ფინიშის ხაზი მესამე შედეგით (35.281) გადაკვეთა და ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე, სადაც სამეულის ბედი წამის მეასედებმა გადაწყვიტა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა მანძილი 35.441 წამში გაცურა და მესამე ადგილი დაიკავა.


დღესვე, ისტორიაში პირველად, ორადგილიანი კანოეთი ფინალში იასპარეზა გია გაბედავას და ზაზა ნადირაძის წყვილმა და მერვე ადგილით დაასრულა გამოსვლა.


ერთი დღით ადრე, 200 მეტრზე კანოეთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზაზა ნადირაძემ.