საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ და გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს. სადებიუტო ჩემპიონატის სადებიუტო პრეს-კონფერენციაზე, რომელიც დორტმუნდის BVB Stadion-ზე გაიმართა და რომელზეც მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ თითო კითხვის დასმის უფლება ჰქონდა, უფრო უცხოური მედიის წარმომადგენლები აქტიურობდნენ. ალბათ, ჩვენთვის, რაც უფრო მეტად სიახლე იყო და გამომდინარე იქიდან, რომ მონტენეგროსთან მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მზადების შესახებ, მწვრთნელი მოსაზრება გვაინტერესებდა, სწორედ ამ შეხვედრის დროს უნდა გაჟღერებულიყო.
„საბა კვირკველია ხვალ სათამაშოდ მზად არის, თუმცა ოთარ კიტეიშვილი ჯერ არა. დიდი დანაკლისია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თამაშებზე, ის უკვე, ჩენთან იქნება" - ალბათ, ეს იყო, პირველი, რაც ყველაზე მეტად დღეს გვაინტერესებდა", - ამბობს ვილი სანიოლი.
აქ, შევეცდებით, დღეს, პრესკონფერენციაზე გაჟღერებული კითხვებიდან მთავარი ამოგვეკრიბა და თქვენთვის მოგვეწოდებინა. მაშ ასე, ვილი სანიოლი:
რამდენიმე ფეხბურთელისთვის პლეიოფის შემდეგ ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნება რთული იყო იმიტომ, რომ ისინი ისევ ემოციებში იყვნენ.
შეკრების დასაწყისში შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ფეხბურთელები მობილიზებულები და სათამაშოდ მზად არიან.
ეს ჩვენი პირველი მატჩია და ისევე, როგორც თურქეთისთვის. ვფიქრობ, ისინი უფრო მეტი წნეხის ქვეშ არიან. ქართველი ფეხბურთელები ამ მატჩისთვის მზად არიან. თუ თურქეთის სიძლიერეებზე გვსურს ლაპარაკი, დიდხანს მოგვიწევს საუბარი, იმიტომ, რომ მათ ეს ბევრი აქვთ. ეს ჩვენთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება.
ქართველი ხალხი, ვინც ჩამოვიდა, ან ვერ შეძლო ჩამოსვლა, თუ ქვეყნის უკან დგახარ ყოველდღიურად, ამ მხარდაჭერას ფეხბურთელები გრძნობენ. ჩვენ ფანტასტიკური გულშემატკივრები გვყავს.
არ აქვს მნიშვნელობა ხვიჩა კვარაცხელია რომელ პოზიციაზე ითამაშებს, მთავარია როგორ მონდომებას ჩადებს თამაშში, თუმცა ის ორივე პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს.
ხვიჩა შესანიშნავ ხასიათზეა, მოტივირებულია. მასზე არ მოქმედებს რას საუბრობს ხალხი მის მომავალზე.
ქართველ გულშემატკივრებს ფილტრი არ აქვთ. ისინი ამიტომ მომწონს ასე ძალიან, ისინი ოცნებობენ. ჩვენ აქამდე არასდროს მიგვიღწევია ისეთი რამისთვის, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. მატი ოცნებები ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.
ეს ის მომენტი არ არის, რომ ჩემს მომავალზე ვილაპარაკო. ჩემს უფროსს საქართველოში ყოველდღე ვესაუბრები. ისინი აფასებენ ჩემთან მუშაობას და მეც ასევე ვაფასებ მათთან მუშაობას. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმუშაობ და რა თქმა უნდა, განვიხილავ საქართველოში მუშაობას მომავალშიც.
მეტოქეებზე საუბარი არ მიყვარს იმიტომ, რომ არ მიყვარს, როდესაც ჩემს ფეხბურთელებზე საუბრობენ, თუმცა თუ ერთი უნდა ვთქვა, მე ჩალჰანოლუს თამაში მომწონს, ჯერ კიდევ გერმანიაში, რომ იყო, იმ დროიდან".
გურამ კაშია: „არ ვიცი ნახეთ თუ არა ვიდეო, მაგრამ ბედნიერებისგან კინაღამ გული წამივიდა. ერთ-ერთი საუკეთესო და ბედნიერი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან სასიხარულოა, როდესაც შენს ქვეყანას სიამაყით აღავსებ და აბედნიერებ.
პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კარგი შეგრძნებები, რომელიც 26 მარტს განვიცადეთ, უკან უნდა დავტოვოთ. ჯერ აღნიშვნის დრო არ არის. უნდა ვაჩვენოთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ.
ენერგია, საფეხბურთო ენერგიას ვგულისხმობ, რომელსაც ხალხი გვაძლევს საქართველოდან, არის გასაგიჟარი. რამდენიმე დღის წინ, ბიჭი ჩამოვიდა სკუტერით, გამოიარა 4000 კმ, მხოლოდ იმიტომ რომ მოეცა საქართველოს დროშა. ეს ძალიან მაგარი ჟესტი იყო. ამიტომ ჩენ ვანახებთ, რომ აქ უნდა ვიყოთ. ეს არის ძალიან მაგარი ემოცია და სტიმული. ხალხის ენერგია გვაძლევს შესანიშნავ ბუსტს.
ჩემმა მეგობრებმაც ძალიან ბევრმა დაზოგა ფული და მთლიანი შემოსავალი თამაშის და ფრენის ბილეთებში დახარჯეს. ძალიან უყვარს ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი, განსაკუთრებით მაშინ, როცა 30 წლის შემდეგ ოცნება ავიხდინეთ. ვიცით, რომ აუცილებლად ფეხბურთელები და გულშემატკივრები აუცილებლად სათანადოდ წარმოვადგინოთ საკუთარი თავი. ეს უკვე კარგად გამოგვდის, მაგრამ კიდევ უკეთ შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, საუკეთესოდ წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას.
პრესკონფერენციამდე ჩვენმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: (C) Christof Koepsel - UEFA/UEFA via Getty Images