ბევრი პირველი და ყველა ერთ მატში - ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ბევრი პირველი და ყველა ერთ მატში - ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
15.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალიანს არენაზე, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2024 წლის შესარჩევ მატჩში, შოტლანდიას „გადაურბინა". ჩემპიონატის პირველ მატჩში, 6 გოლი გავიდა, ამასთან ყველა ერთმა, ნაგელსმანის  გუნდმა გაიტანა.

გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის ნაკრებს ბოლო ტურნირებზე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა, დღეს, შესაძლოა ბევრი რთულ თამაშს მოელოდა, თუმცა, ფლორიან ვირცმა ეს დაძაბულობა მე-10 წუთზე მოხსნა, როდესაც, კიმიხის გადაცემის შემდეგ გაიტანა და არა მარტო გერმანიის ნაკრებისთვის, არამედ, ევროპის ჩემპიონატის გოლების ათვლა დაიწყო. 
სხვათა შორის, ფლორიანი პირველი ახალგაზრდა ფეხბურთელია გერმანიის ნაკრების ისტორიაში, რომელმაც 21 წლისა და 42 დღის ასაკში გოლი გაიტანა. კიდევ 9 წუთში, გერმანელები უკვე 2-0-ს იგებდნენ ჯამალ მუსიალას გოლის შემდეგ. მალევე, ევროპის ჩემპიონატის პირველი პენალტი დაინიშნა. გიუნდოგანი უშნოდ მოჩეხეს და მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა, თუმცა,  პირველი შეხვედრის პირველ ტაიმში, პირველად ფრანგ არბიტრს, კლემან ტირპენმა VAR-თან კონსულტაციის შემდეგ, პირველი წითელი ბარათიც ამოიღო. შოტლანდიელები ათნი დარჩნენ და კიდევ უფრო გაირთულეს მდგომარეობა. მითუმეტეს, რომ კაი ჰავერცმა პენალტი არ გააცუდა და გერმანია 3-0 დაწინაურდა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ეს შედეგიც, რეკორდული აღმოჩნდა. 


საერთოდ, ეს შეხვედრა, სტატისტიკის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო „პირველით" აღინიშნა. მაგალითად, პირველი ავტოგოლით, რომელიც რიუდიგერმა მანუელ ნოიერს გაუტანა. როგორც ჩანს, რუდიგერს წამიერად დაავიწყდა, რომ მანუ, ამ ჯერზე თანაგუნდელი იყო და სულ ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან გადმოყოლილი ინსტიქტით იმოქმედა. თუმცა, ეს ბუნებრივია ხუმრობაა. ფაქტი კი, ისაა, რომ ევრო 2024-ის პირველი ავტოგოლიც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა. გერმანიამ, მეორე ტაიმშიც, რიუდიგერის გოლს თუ ჩავთვლით, კვლავ სამი გოლი გაიტანა. ნიკლას ფიულკრუგმა 68-ე წუთზე, ემრე ჯანმა კი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე გაიტანა. ალბათ, ისიც აღსანიშნავია, რომ რეალურად შოტლანდიელებს, მთელი თამაშის განმავლობაში კარში არ დაურტყამთ.

ხვალ A ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ხვალვე დაიწყებენ ასპარეზობას, B ჯგუფის წარმომადგენლები (იხილეთ მატჩების კალენდარი).
და ბოლოს, გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების თამაშის დაწყებამდე, ალიანს არენაზე ევრო 2024-ის საზეიმი გახსნა გაიმართა. ბევრისთვის, შესაძლოა ჭრელი, მხიარული, მარტივი ქორეოგრაფიით გაჯერებული ცერემონია მიუღებელიც კი იყო, თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ, ჩვენი აზრით, წინა სასტარტო განწყობა ზუსტადაც, რომ დროსთან და განწყობასთან მისადაგებული იყო.

ევროპის ჩემპიონატის მთავარი ტროფეი კი გადაძეძგილ ალიანს არენაზე ანრი დელონეს სახელობის თასი, ფრანც ბეკენბაუერთან და ბერნარდ დიცთან ერთად, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი კაიზერის, ფრანც ბეკენბაუერის მეუღლემ, ჰაიდიმ წარადგინეს. უეფა-ს გადაწყვეტილებით, სტადიონის მონიტორებზე კიდევ ერთხელ ამონათდა ლეგენდის სახე. 


ფოტო: (c) Sebastian Widmann - UEFA/UEFA via Getty Images / (C) UEFA