20 და 21 ივლისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშება 1/16 ფინალური შეხვედრებით განახლდება. გათამაშების მესამე ეტაპი, 10 ივნისს დასრულდა შესაბამისად, 1/16-ფინალური ეტაპის ყველა წყვილის ვინაობაც საბოლოოდ გაირკვა. საერთო ჯამში, 24 გუნდი, სფფ-ში გამართული წილისყრის შემდეგ შემდეგნაირად გადანაწილდა:
შაბათი, 20 ივლისი
17:00 „გონიო" - „რუსთავი"
17:00 „ბორჯომი" - „ლოკომოტივი"
17:00 „სიონი" -„სამგურალი"
17:00 „კოლხეთი" ხობი - „სპაერი"
17:00 „მერანი" თბილისი - „კოლხეთი 1913"
კვირა, 21 ივლისი
17:00 „ვიტ ჯორჯია" - „თელავი"
17:00 „სამგურალი 2" - „გაგრა"
17:00 „ლოკომოტივი 2" - „შტურმი"
17:00 „გარეჯი" - „დილა"
17:00 „არაგვი" - „სამტრედია"
20:00 „ორბი" - „მეშახტე"
20:00 „კოლხეთი 2" ფოთი - „დინამო თბილისი 2"
როგორც ხედავთ, გათამაშების ამ ეტაპზე ასპარეზობაში, ეროვნული ლიგის 6 და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები ჩაერთვნენ. 1/8-ფინალური ეტაპიდან კი, საქართველოს თასის გათამაშებას უეფა-ს ევროტურნირებზე მოთამაშე ოთხი ქართული გუნდიც ბათუმის „დინამო", „დინამო თბილისი", „საბურთალო" და „ტორპედო" შეუერთდებიან.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2024 წლის გათამაშების შედეგები იხილეთ ბმულზე.