თანაბარ და დრამატულ ბრძოლაში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მილანში ოლიმპიასთან 78-81 წააგო და იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში 1-2 ჩამორჩა. ბოლონიელებს ბოლო წამებზე ჰქონდათ თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი, მაგრამ თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა, მარკო ბელინელიმ ბოლო წამებზე სამქულიანი ააცილა. შედეგად, ბოლონიელებმა ვერ გამოიყენეს მოედნის უპირატესობის მოპოვების შანსი და ახლა ჩემპიონობასთან ახლოს მილანური გუნდია.
დიახ, იტალიის ჩემპიონატში ბოლო 10-წლეულები არსებული წესი შეცვალეს და ფინალური სერია 4-დან 3 მოგებამდე შეამცირეს. შესაბამისად, მილანურ "ემპორიო არმანის", რომელიც სერიას 2-1 იგებს, ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აკლია. სერიის შემდეგი მატჩიც მილანში, 13 ივნისს გაიმართება.
გასულ შეხვედრაში შენგელიამ ბოლონიელთაგან ყველაზე მეტი, 32 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. თორნიკეს მსგავსად 11 ქულა მოაგროვა ბელინელიმ, ბომბარდირი კი 17 ქულით ჯორდან მიკი გახდა.
ვიდეო-კადრები მატჩიდან