ევრო2024-ზე ჩასულ გულშემატკივარს და მატჩებზე მომუშავე მედიას უეფა და გერმანიის ფედერალური მთავრობა, ისევ და ისევ ევროპის ჩემპიონატზე ჩასულთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გარკვეულ რეგულაციებს უწესებს. დავიწყოთ მატარებლით, რომლითაც რეალურად, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ჩასულ ყველა ვიზიტორს გამოადგება. ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, რკინიგზის სადგურებზეც უსაფრთხოების გაძლიერებული წესები იმოქმედებს. ბერლინი, ლაიფციგი, დორტმუნდი, შტუტგარტი, ჰამბურგი, კიოლნი, გელზენკირხენი, მიუნხენი, დიუსელდორფი და ფრანკფურტი - ეს ის, 10 ქალაქია, რომელებსაც ევრო 2024-ის მასპინძლობა უწევთ და სადაც 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით 51 მატჩს, დაახლოებით 2,7 მილიონი ვიზიტორი დაესწრება. ამას გარდა დაახლოებით 7 მილიონ სტუმარს ელიან გერმანიაში, რომელთათვისაც სტადიონების მიღმა, თამაშების დროს ფან-ზონები და საგანგებო სივრცეები იმუშავებენ. მათ შორის იქნებიან მედიის წარმომადგენლები და პირველად მონაწილე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ, საქართველოც.
იმისთვის, რომ მედიას გაუადვილდეს ამ „ორიმტრიალში" გზის გაგნება, თან ისე, რომ ქვეყანაში მიღებული ნორმები არ დაირღვეს, უეფა აფრთხილებს მედიას - მაგალითად პროფესიონალური ვიდეო და ფოტო გადაღებებისთვის Deutsche Bahn-ის რეისებზე და სადგურებზე ნებართვა, წინასწარ მოითხოვოს და მხოლოდ, ამის შემდეგ, და ისიც, თუკი DB-დან დასტურს მიიღებს იმუშაოს. ამასთან, მედიის წარმომადგენლებს, ეს დასტური უცილებლად წერილობით უნდა ჰქონდეთ თან. თუკი, აღნიშულ საბუთს ვერ წარმოადგენთ მოთხოვნის შემთხვევაში, Deutsche Bahn-ის თანამშრომლები ნებას იტოვებენ სასამართლოშიც კი, შეიტანონ საჩივარი. აღნიშნულ გაფრთხილებაში, უეფა ხაზს უსვამს, რომ Deutsche Bahn-ი მატარებლებში, სამოგზაურო ცენტრებსა და მოსაცდელ დარბაზებში მხოლოდ, გამონაკლის შემთხვევებში აძლევს გადაღების უფლებას, ნაგულისხმებია ვიდეო და ფოტო გადაღებები.
ამასთან უეფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირადი მოხმარებისთვის აღნიშნულ ადგილებში ფოტოების გადაღება ნებადართულია (არა კომერციული მიზნებით) საზოგადოებრივ ადგილებში, თუმცა, DB აქაც აფრთხილებს ვიზიტორებს, რომ გადაღებების დროს, სხვა მგზავრებისა და DB-ის თანამშრომლების უფლებები დაცული უნდა იყო.
რადგან ევრო 2024-ის რეგულაციებზე ლაპარაკი ტრანსპორტით დავიწყეთ, გავაგრძელოთ ტრანსპორტის თემითვე. ჩვენს მკითხველს ემახსოვრება სტატია, რომელშიც გიამბეთ თუ რა ბენეფიტები ჰქონდათ ევრო 2024-ის მატჩებზე დასასწრები ბილეთების მფლობელებს. მოგიყევით ეკო-ტრანსპორტზეც. დღეს, კიდევ ერთხელ შევეცდებით გიამბოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომლითაც გერმანიაში ჩასულებს შეეძლებათ სარგებლობა - ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სადაც 36 საათიანი სამგზავრო ბილეთი მოქმედებს. ამჯერად, აქცენტებს მედიისთვის გავაკეთებთ.
საქმე იმაშია, რომ უეფა-მ VDV (Verband Deutscher Verkehrsunternehmen)-სან, გერმანიის სატრანსპორტო ასოციაციასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რიგითი გულშემატკივრის მსგავსად, ევრო 2024-სთვის აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვისაც იმოქმედებს, ე.წ. 36-საათიანი სამგზავრო ბილეთი (36-Stunden-Fahrkarte), როგორც ჯგუფური, ასევე ფინალური ეტაპების დროს და იმოქმედებს ევრო 2024-ის 10 მასპინძელი ქალაქის მიმართულებით, 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით.
ამ შეთანხმების თანახმად, ყველა აკრედიტებული მედიის წარმომადგენელს ექნება 36-საათიანი სამგზავრო ბილეთი, რომლითაც შეეძლება ისარგებლოს ევრო 2024-ის მასპინძელ 10 ქალაქსა და მის შემოგარენში დამატებითი ანაზღაურების გარეშე თამაშის დღის 06:00 საათიდან მეორე დღის 18:00 საათამდე. ისევე როგორც გულშემატკივარს, მედიის წარმომადგენლებსაც საშუალება ექნება დამატებითი ბილეთის შეძენის გარეშე იმგზავრონ ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სამგზავრო ბილეთი, ბუნებრივია, ევრო 2024-ის ათივე მასპინძელ ქალაქსა და მის შემოგარენს გულისხმობს. შეღავათიანი ფასებია დაწესებული ასევე სწრაფი მატარებლებისა და Deutsche Bahn-ის რეისებზე, რომლებიც აღჭურვილია Wi-Fi-თა და რესტორნებით.
მედიაზე და ევრო 2024-ის დროს მის უფლებებზე, სურათი რომ შევკრათ, ერთ დეტალს ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებიდან და ქართულ ხასიათთან მისადაგებიდან გავუსვამ ხაზს. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიაში, ევრო 2024-ზე ბევრი ახალბედა ჟურნალისტი ან ისეთი, ვისაც არ უმუშავია საერთაშორისო ტურნირებზე ჩავა და იმუშავებს, მეგობრულ რჩევას მივცემთ:
- მედია ტრიბუნაზე, არაა რეკომენდირებული დროშების ფრიალი, ყვირილი, წივილი - იქ, ხალხი მუშაობს.
- საპრესკონფერენციო დარბაზში - კითხვის დასმამდე, უნდა წარმოადგინო თავი და მედია საშუალება;
- შერეულ ზონაში, მაგალითად 2019 წელს სუპერთასზე, როდესაც ქართველმა „ჟურნალისტმა" სელფის გადასაღებად გაიწია, მას აკრედიტაცია ჩამოართვეს და კონკრეტული ადგილიდან გაიყვანეს. საერთოდ, ამ ზონაში ფოტოების გადაღება არ მოსულა. ევრო 2024-ზე, თუ ვინმე, ახალბედა
- ფოტოგრაფი იქნება, თუმცა, ქართველთა შორის არ მგონია, ასეთმა ევრო-ზე ამოჰყოს თავი, უნდა გაითავისოს, რომ ევროპის ჩემპიონატი „ნინიას ბაღი" არაა და სადაც მოესურვება, იქ ვერ იბოდიალებს. უბრალოდ, ასეთი ბევრი მინახავს, ჩვენთან, საქართველოში არასპორტული, მაგრამ აჟიტირებული და ფეხბურთებზე დინებას მოყოლილი. ფოტოგრაფებს ექნებათ დანარჩენი მედიისგან დამოუკიდებელი შესასვლელი და სამუშაო სივრცე.
თუმცა საერთოდ, მწერალი, სატელევიზიო მედიისა და ფოტოგრაფების ერთადერთი თანხვედრი წერტილი ათივე ქალაქში, ათივე სტადიონთან იქნება - საგანგებოდ მოწყობილ მედია-ჰაბი, სამუშაო სივრცეებით, კაფეტერიებით და შესანახი ყუთებით აღჭურვილი, სადაც აკრედიტებული მედია თამაშამდე და თამაშის შემდეგ, შესძლებს მუშაობას და ურთიერთობას.
დღეისათვის მგონი საკმარისია, 14 ივნისამდე, ჩემპიონატის გახსნის დღემდე და მომდევნო დღეებშიც, კიდევ შევეცდებით, ზოგისთვის უმნიშვნელო, თუმცა, საკმაოდ სასარგებლო ნიუანსებზე გელაპარაკოთ.
სტატია მომზადებულია UEFA-ს მედია არხზე გამოქვეყნებული რეგულაციების მიხედვით
ფოტო: Photo Credit: Adobe Stock/foto-select