გერმანიაში ჩასვლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ, ინტერვიუ მისაც უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის გვერდს. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ქართული გუნდისთვის სადებიუტო ევროზე, ის ჯგუფი შეაფასა სადაც მის გუნდს მოუწევს ასპარეზობა.
„ჩემი ერთი შვილი, დარწმუნებული ვარ არის კრისტიანო რონალდუს ყველაზე დიდი ფანი ამ პლანეტაზე. ასე, რომ მოახლოებული თამაში პორტუგალიის წინააღმდეგ, მას ძალიან უხარია და ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, არც თუ სასიამოვნოა. საკმაოდ რთული ჯგუფი ჩანს, რამეთუ პორტუგალია ევროპის წამყვანი კლუბია.
თურქეთმა ბოლო წლებში უდიდესი შრომა გასწია, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებიც არიან ახალგაზრდები და ძალიან ნიჭიერები. რაც შეეხება ჩეხეთს, მათ, ისტორიულად უდიდესი ფეხბურთელები ჰყავთ და ბევრ ტურნირშიც მიუღიათ მონაწილეობა.
და ბოლოს ჩვენს შესახებაც, საქართველოზე. რაღაც ვარიანტში ე.წ. wildcard-ით თითქოს სიზმარში მოვხვდით ამ ტურნირზე. თუმცა, რაც მნიშვნელოვანია იმისდა მიუხედავად, პორტუგალიას ვეთამაშებით, ჩეხეთს თუ თურქეთს, არასდროს დავნებდებით და თავს დავდებთ ბოლომდე", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუშინ, მონტენეგროდან გერმანიაში, დიუსელდორფიდან ფელბერტში ჩავიდა. ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლე ქვეყანაში, პირველ ოფიციალურ მატჩამდე საწვრთნელ შეკრებას გაივლის. 18 ივნისს კი, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
სფფ-ის ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი