19-წლამდებმა თბილისური შეკრება ჩრდ. მაკედონიასთან მოგებული მატჩით დაასრულა
19-წლამდებმა თბილისური შეკრება ჩრდ. მაკედონიასთან მოგებული მატჩით დაასრულა
10.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, პეტრო არენაზე, ივნისის სანაკრებო შეკრება დაასრულა საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები. ლაშა ფირცხალაიშვილს შეკრებაზე, რომლის დროსაც ორი სპარინგი გამართა ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდეთა ნაკრებთან, 23 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული.

მეკარეები: მათე საური ("დინამო თბილისი"), სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ხელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი); მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი ("იბერია 1999"), ლუკა შაშიაშვილი ("დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი ("იბერია 1999"), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო" ქუთაისი), ოთარ ჩოჩია („გაგრა"); ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე ("იბერია 1999"), საბა ხარებაშვილი ("დინამო თბილისი"), ალექსანდრე ფეიქრიშვილი ("დინამო თბილისი"), საბა გეგუჩაძე ("იბერია 1999"), ლუკა ბუბუტეიშვილი ("დინამო თბილისი"), ბექა ბურდიაშვილი ("დინამო თბილისი"), ლუკა წულაია ("დინამო თბილისი"), ცოტნე ბერელიძე ("დინამო თბილისი"), გიორგი გვასალია ("დინამო თბილისი"), ავთანდილ მაშავა ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი ("დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი („ბრიუგე"), იუსიბ მეხტიევი ("დინამო თბილისი"), საბა სამუშია ("დინამო თბილისი"), თემურ ოდიკაძე ("დინამო თბილისი").


საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდეთა ნაკრებების პირველი სპარინგი 8 ივნისს ფრედ, 0-0 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში კი, ქართველმა ფეხბურთელებმა 2-0 გაიმარჯვეს. ანგარიში მე-18 წუთზე 11-მეტრიანით საბა სამუშაიამ გახსნა. პენალტი კი, ლექსო ფეიქრიშვილმა გამოიმუშავა. ჩრდ. მაკედონიელთა კარში მეორე გოლი 72-ე წუთზე საბა გეგუჩაძემ გაიტანა.


საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრები 13-19 ნოემბერს, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზებს. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფში ნორვეგიის, ესტონეთისა და ჯგუფის მასპინძელი შვედეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.