მოციგურავეები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ
მოციგურავეები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ
10.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ 2024-2025 წლის სპორტული სეზონის გრან პრის ეტაპების ის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების მოციგურავეები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში, ჩვენები, ფიგურული ციგურაობის ყველა დისციპლინაში, გრან პრის ორ-ორ ეტაპზე იასპარეზებენ.

ახალი სეზონის გრან-პრის განრიგი ასე გამოიყურება:


ამერიკის ეტაპი (18-20 ოქტომბერი)

ნიკა ეგაძე

ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა

დიანა დევისი / გლებ სმოლკინი

საფრანგეთის ეტაპი (1-3 ნოემბერი)

ანასტასია გუბანოვა

იაპონიის ეტაპი (8-10 ნოემბერი)

ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა

Cup of China (22-24 ნოემბერი)

ნიკა ეგაძე

ანასტასია გუბანოვა

დიანა დევისი / გლებ სმოლკინი


„ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან საამაყოა, რომ არა მხოლოდ ყველა დისციპლინაში გვყავს წარმომადგენლობა, არამედ თითოეული ჩვენი მოციგურავე ორ ეტაპზეა მიწვეული წარმატება ვუსურვოთ მათ", - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც დღეს გავრცელდა.


მოგეხსენებათ, გრან პრის ჩემპიონატზე ციგურაობის საერთაშორისო ფედერაცია, მხოლოდ უმაღლესი რეიტინგისა და მიღწევების მქონე მოციგურავეებს იწვევს. ამას გარდა, სეზონში შესაძლებელია ერთი, ან მაქსიმუმ ორი მოწვევის მიღება. აღნიშნულ ჩემპიონატებზე ასპარეზობის შედეგებით კი, განისაზღვრება გრან პრის ფინალისტთა ვინაობა.