ოქრო და ვერცხლი მადრიდში - ბექაური პარიზისთვის განწყობას იქმნის
ოქრო და ვერცხლი მადრიდში - ბექაური პარიზისთვის განწყობას იქმნის
09.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი / ქეთი ბაჭველაშვილი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ცოტა დრო რჩება. ქართველი ჯუდოკები, ისინი ვისაც მოუწევს პარიზში ასპარეზობა და ისინიც, ვინც ქართულ გუნდს ტრიბუნებიდან უქომაგებენ, ფორმის შენარჩუნებას ცდილობენ და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობენ. ერთ-ერთი ასეთი, მადრიდის ღია პირველობა, რომელზეც ლაშა ბექაურმა ოქრო, ვლადიმირ ახალკაცმა კი,  ვერცხლი მოიგეს.

-90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ბექაურს, რომელიც  ტურნირზე განთესილი იყო და ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ფინალის მოსაგებად სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მადრიდის ღია პირველობაზე ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგ პაულ რივოლსის შესანიშნავი ურა-ნაგეთი (ბრუნი), 40 წამში მოუგო. ბექაურს, დიდი ძალისხმევა არც დანარჩენი შეხვედრების მოსაგებად დასჭირვებია. ფინალამდე ლაშამ 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო. მისი პირველი მეტოქე ბერძენი მილონელესი იყო, რომელსაც იპონით მოუგო. ასევე იპონით გაიმარჯვა მომდევნო შეხვედრებშიც - ზედიზედ ორ ფრანგთან, ხოლო ნახევარფინალში სლოვაკ მეტოქესთან.


რაც შეეხება ვიცეჩემპიონ ვლადიმირ ახალკაცს, ის ფინალში ფრანგ მეტოქესთან, არეგბასთან იპონით დამარცხდა. ფინალამდე კი ახალკაცმა 4 შეხვედრა მოიგო. მან ასპარეზობა პირველივე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში მასპინძელი იპონით დაამარცხა, ასევე ეფექტური იპონით სძლია გერმანელ მეტოქესაც. 1/4 ფინალში უკრაინელ მეტოქესთან ვაზარი კი გაუშვა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მოიპოვა. ანალოგიურად ვაზარი გაუშვა 1/2 ფინალშიც, თუმცა ფრანგ ლიბერტს იპონით მალევე უპასუხა.


საქართველოდან მადრიდში კიდევ ორი ძიუდოისტი ასპარეზობდა 81 კგ-ში ალექსანდრე გულბიანი, რომელმაც მეორე წრეში ასპარეზობის გაგრძელება ტრამვის გამო ვერ შეძლო და გიორგი ბენდელიანი (-100 კგ), რომელიც ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა.



ფოტო: EJU /Gabi Juan