კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიური ტურნირისთვის სამზადისის პირველ ეტაპი დაასრულა
კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიური ტურნირისთვის სამზადისის პირველ ეტაპი დაასრულა
08.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველი ფაზა დაასრულა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა, შეკრების პირველი ნაწილი თბილისში, 1-8 ივნისს გაიარა და ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 10 ივნისს, გამთენიისას იტალიაში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრების მეორე ციკლს და პირველ სპარინგს ტრევიზოში გამართავს.

იტალიამდე, ჯიკიჩის სამწვრთნელო შტაბს პირველი ცვლილებების გაკეთება მოუხდა. გუნდთან ერთად, იტალიაში ვერ გაემგზავრება ბექა ბურჯანაძე, რომელმაც თბილისში, გუნდთან ერთად ვარჯიში კი დაწყო, თუმცა, მუხლის ტრავმამ შეაწუხა და ამ ეტაპზე, 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, აღნიშნულ საწვრთნელ შეკრებაზე და საკვალიფიკაციო ტურნირზე, გუნდთან ერთად ვერ იქნება, ვერც გამოცდილი გიორგი შერმადინი. ამის ფონზე, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ ნაკრებთან ერად ტრავმების შემდეგ დაბრუნებული დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილის.


ეროვნულ ნაკრებს იტალიაში თორნიკე შენგელია ამერიკელი ნატურალიზებული უკანახაზელი ჯო ტომასონი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდებიან. კიდევ ორი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, NBA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, ნაკრებთან ერთად ვარჯიშს, სრული დატვირთვით 18 ივნისიდან (ორი კვირით ადრე პირველ ოფიციალურ მატჩამდე) დაიწყებენ. ტრევიზოშივე „შეივსება" სამწვრთნელო შტაბიც, ვინაიდან, შეკრების პირველი ნაწილი მანუჩარ მარკოიშვილმაც რომლის გუნდიც, საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის.


სხვათა შორის, სიახლეა ჯიკიჩის სიაში, სადაც 17 წლის ავთანდილ ბახტაძე მოხვდა განაცხადში. 210 სმ-ს ქართველი, რომელიც, კაუნასის „ჟალგირისში" ირიცხება, თავდაპირველად არ იყო გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა, NBA-ს ესპანური კემპის „კალათბურთი საზღვრებს გარეშე"-დან დაბრუნებული ქუთაისელი კალათბურთელი საბოლოოდ ტრევიზოში გასამგზავრებელთა სიაში აღმოჩნდა.


ამრიგად, იტალიის შეკრებაზე და შემდგომ, უკვე რიგაში ალეკსანდრ ჯიკიჩმა ნდობა შემდეგ კალათბურთელებს გამოუცხადა: რატი ანდრონიკშავილი, („სარაგოსა" ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე („დელტა გურჯაანი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი"), ლუკა მაზიაშვილი („კავკასია"), დუდა სანაძე („ატომერომუ სე პაკსი", უნგრეთი), ჯოზეფ ტომასონი („მაქაბი" თელ-ავივი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი („კავკასია"),  კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ); ალექსანდრე ფევაძე (თსუ), თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია", იტალია), ალექსანდრე მამუკელაშვილი („სან ანტონიო სპურსი", NBA, აშშ), გიორგი კორსანტია („ქუთაისი"); გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქსი" NBA, აშშ), გიორგი ტურძილაძე („დელტა გურჯაანი"), გიორგი ბაქრაძე („ივერიონი"), ილია ლონდარიძე („კავკასია"), ავთანდილ ბახტაძე („ჟალგირისი", კაუნასი, ლიეტუვა).


ტრევიზოში საქართველოს ნაკრები, 11-20 ივნისის ჩათვლით მოემზადება. მეორე ეტაპის დასასრულს, 23 ივნისს იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში. საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბოლო, მესამე ეტაპს, საქართველოს ნაკრები უკვე ლატვიაში გაივლის და იურმალაში კიდევ ორ სპარინგს გამართავს, 26 ივნისს კამერუნთან, 28-ში კი, ეგვიპტის ნაკრების წინააღმდეგ.


ოლიმპიური ტურნირი 2-7 ივლისს რიგაში ჩატარდება და პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის დარჩენილი ოთხიდან ერთი საგზური გათამაშდება. დებულების თანახმად, ექვსი გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული: A ჯგუფში ლატვია, საქართველო და ფილიპინები მოხვდნენ, B ჯგუფში ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. ჯგუფები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. უკვე, ამ ეტაპზე გამარჯვებულები კი, ფინალურ მატჩში ეცდებიან პარიზის საგზურის მოგებას. დანარჩენი სამი საგზური პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, ანალოგიურ ტურნირებზე გათამაშდება.


ოლიმპიური ტურნირის მატჩების განრიგი:

2 ივლისი, 20:00  საქართველო - ლატვია

4 ივლისი, 16:30  ფილიპინები - საქართველო

6 ივლისი 1/2 ფინალები

7 ივლისი  ფინალი



ფოტო: კალათბურთის ფედერაციის