უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
07.06.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

7 ივნისს, უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2024/25 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონატის ა და ბ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.


საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბ ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ა ლიგაში გადასასვლელად სლოვაკეთის, მონტენეგროს და ლატვიის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.




ბ ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, უელსი და ლიეტუვა იქნებიან. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.


ჯგუფების მასპინძლები და მატჩების ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.