არჩილ ბადრიაშვილი მორიგი პირველგავლისთვის ემზადება
არჩილ ბადრიაშვილი მორიგი პირველგავლისთვის ემზადება
05.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საერთაშორისო ექსპედიცია, რომლის ხელმძღვანელია ფრანგი მთამსვლელი მანუ პელისიე (Manu Pellisier), წევრები კი, სლოვენიელი მთამსვლელი მარკო პრეზელი (Marko Prezelj) და ჩვენი არჩილ ბადრიაშვილი არიან, 15 მაისს, დელიდან ინდოეთის ჰიმალაებისკენ დაიძრა. გუნდს, მთის ძირამდე მისასვლელად რვა დღე დასჭირდა. ექსპედიციის სამიზნე მწვერვალ ნანდა დევის აღმოსავლეთ მწვერვალზე (7434მ) ახალი გზით ასვლაა.

,,ექსპედიცია კარგად მიმდინარეობს. საბაზო ბანაკი 4,300 მეტრზე გავშალეთ 22 მაისს. ძალიან ლამაზი ადგილია: წყაროებით, მდინარით, ბალახით, ბევრნაირი ჩიტით და აღმართული ამ ულამაზესი მწვერვალით.


31 მაისს ავედით უსახელო მთაზე (6,344 მ), ლოგიკური და საბოლოო ჯამში რთული მარშრუტით ED (მე-5 კატეგორია).  როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ მწვერვალზე აქამდე არავინ ყოფილა. მთის ძირამდე მისვლას 1 დღე და თავად ასვლას 2 დღე მოვანდომეთ.


მწვერვალზე ავედით ამინდის გაუარესების ფონზე, ნანდა დევი კი, დროგამოშვებით გამოჩნდებოდა ხოლმე თავისი დიდებულებით. მწვერვალზე ასვლის შემდეგ ღამე იქვე გავათენეთ და მეორე დღესვე სხვა გზით დავეშვით საბაზო ბანაკში.


ჩემთვის, ალპური სტილის გამოცდილ ექსპერტებთან, მარკოსა და მანუსთან ერთად ჩატარებული ეს ასვლა, ასეთ განსხვავებულ ტიპის რელიეფზე განსაკუთრებული გამოცდილებაა.


სამივე მთამსვლელი და  საბაზოს სამი პერსონალი კარგად ვართ! მოკითხვები მეგობრებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს", - წერს არჩილ ბადრიაშვილი.


აღნიშნულ ინფორმაციას ექსპედიციასთან ყოველდღიურ კავშირზე მყოფი რუსუდან ბადრიაშვილი, არჩილის და ავრცელებს. ჩვენის მხრივ შევეცდებით, რუსუდანის ჩანაწერები არ გამოგვჩრეს და დროულად მოგაწოდოთ ინფორმაციები, უმაყურებლო და ყველაზე აზარტული გარემოდან.



არჩილ ბადრიაშვილის ფოტოები