საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე 15 დღე რჩება. ჩვენი ნაკრები კი ავსტრიულ შეკრებაზე ნელ-ნელა იკრიბება. 3 ივნისს, ნაკრებს ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდნენ. გუნდის სრულად მას შემდეგ შეიკრიბება, რაც ავსტრიაში საბა კვერკველია, გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე ჩავლენ. მანამდე კი, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, 3 ივნისს ნაკრებმა 20 ფეხბურთელის(გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე) შემადგენლობით ივარჯიშა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნაკრებთან ერთად არის, დღეს, არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდს გუშინ, გვიან შეუერთდა.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ვილის სანიოლი გუნდი სპარინგ მატჩს პოდგორიცაში გამართავს და 9 ივნისს, მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადს 7 ივნისამდე შეიტანს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი