აქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუშინ, 1 ივნისს, 19:00 საათისთვის დაბრუნდა თბილისში. ცოტა დაისვენა, ამოისუნთქა და დღეიდან 4 ივნისის ნაკრების მატჩისთვის დაიწო მზადება, რომელშიც კვლავ კვიპროსის ქალთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
„ჩვენ დღეს ვანახეთ ხასიათ, რომ გვაქვს გული. ყველას ცოტა გვეტკინა, მაგრამ ის თამაში რაც დღეს თქვენ აჩვენეთ, წარმოუდგენელია. თუმცა, ეს იყო მხოლოდ „45 წუთი" და მეორე „45 წუთი" ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვიგოთ ის თამაში და თქვენ ამას გააკეთებთ. ერთი რაც მინდა გითხრათ ყველას, მიყვარხართ", - ეს იყო ირის ანტმანის, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირველი სიტყვები გუნდთან, კვიპროსზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ.
მოგეხსენებთ, საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი ტაიმის დასასრული, 6 წუთი დამატებულ 4 წუთთან ერთად და მეორე ტაიმი უკვე, თამაშზე დამატებულ 8 წუთთან ერთად, 10 ფეხბურთელით ითამაშა.
„ძალიან უხეში გუნდია. ცდილობდნენ ჩვენს წყობიდან გამოყვანას. ამას ინდივიდუალურად, თითოეული ფეხბურთელის მიმართ აკეთებდნენ. „ხაბუს" რაც შეეხება არ ვიცი ზუსტად, არ მინახავს ეგ მომენტი, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ფეხი გაუსრიალდა და ცუდად, უკნიდან ჩანს, თითქოს ურტყამს. მინდორიც საშინელება იყო და ტყუპი ფეხით, პირდაპირ ფეხებში მოდიოდნენ", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში თეონა ბაქრაძე, კვიპროსთან პირველი შეხვედრაში, ორიდან ერთი გოლის ავტორი.
სხვათა შორის, „ბაქრას" მიმდინარე გათამაშებაში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. კვიპროსთან შეხვედრაში კი, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება თათია გაბუნიას გამოშვებული გრძელი გადაცემის შემდეგ „გაუფორმა". აქვე შეგახსენებთ, რომ ანგარიში 32-ე წუთზე ირინა ხაბურზანიამ გახსნა, რომელიც რამდენიმე წუთში მიღებული მეორე ყვითელის (და შესაბამისად, წითელი ბარათის) გამო, თბილისურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მატჩი, 4 ივნისს, მიხეილ მესხი 2-ზე თბლისის დროით 20:00 დაიწყება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მე-12 მოთამაშის მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ ქალათა შორის ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, შანსები, საუკეთესო მეორე ადგილოსან გუნდებსაც აქვთ. თუმცა, ამისთვის საქართველოს ქალთა ეროვნულმა ჯერ კვიპროსის ნაკრებს უნდა მოიგოს და შედეგ, ორ დარჩენილ შეხვედრაში თბილისში, ბელარუსთან და გასვლაზე ლიეტუვაში, მინიმუმ ქულების აღება უნდა მოახერხოს.