MLS-ის მორიგ ტი საბა ლობჟანიძის „ატლანტა" „ინტერ მაიამის" დაუპირისპირდა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ვარსკვლავურ „მაიამის" სტუმრად 3-1 სძლია. გამარჯვებაში კი, უდიდესი როლი საბა ლობჟანიძემ შეიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. საბამ 44-ე წუთზე შორეული დარტურშყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. 59-ე წუთზე კი, ქართველმა ასევე ეფექტური გოლი გაიტანა და „ატლანტას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. თუმცა, სულ ეს იყო მისგან.
შეხვედრას წერტილი ტიარემ დაუსვა და ატლანტამ 3-1 იმარჯვა. ლობჟანიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მოგვიანებით კი, ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად მებრძოლმა გიორგი მიქაუტაძის „მეცმა" ფლეი-ოფის ფინალის პირველი მატჩი სტუმრად, „სენტ ეტიენის" წინააღმდეგ გამართა. ქართველი ფორვარდის გუნდმა შეხვედრა 1-2 დათმო, თუმცა, გამარჯვებული გუნდის ვინაობა 2 ივნისს, მეცში გადაწყდება. ჟორჟმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა „მეცის" მიერ გატანილ ერთადერთ გოლში მონაწილეობა არ მიუღია.
იტალიის სერია ა-ში გადმოსასვლელად იბრძვის ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე", რომელიც ფლეი-ოფის ფინალში „ვენეციას" უპირისპირდება. აღნიშნული დუელის პირველ მატჩს, კრემონეზემ უმასპინძლა და ფრედ 0-0 დასრულდა. ლოჩოშვილი მატჩში 83-ე წუთიდან ჩაერთო. ფინალის განმეორებით მატჩს ქართველი მცველის გუნდი ვენეციაში, 2 ივნისს გამართავს.