ხალისიანი განწყობითა და მონდომებით, რაც ავსტრიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024 წლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. განწყობა, რომ არის გუნდში, ეს, ეროვნული ნაკრების მთავარი ფოტო-მემატიანის ლაშა კუპრაშვილის გადაღებულ ფოტომასალაზეც კარგად ჩანს, რომელიც სპორტულმა ფოტო-რეპორტიორმა დღეს, ავსტრიულ შეკრებაზე, პირველი ვარჯიშის დროს გადაიღო.
ოდნავ მოგვიანებით, უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გერმანიაში, საქართველოს ნაკრების თამაშების გასაშუქებლად 50-ზე მეტი აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტი და მათ შორის ჩვენი ვებ-გვერდის წარმომადგენლებიც ვიმუშავებთ. თუმცა, მანამდე ვილი სანიოლის გუნდს, ავსტრიიდან მონტენეგროში ჩასვლა და 9 ივნისს, პოდგორიცაში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ „გენერალური რეპეტიციის" გავლა მოუწევს.
დღეს კი, გაინბერგის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა 14 ფეხბურთელის შემადგენლობით (გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე) ივარჯიშა. სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით (ქართული მედიის დიდ ნაწილს, გერმანიაში ჩასვლამდე, სწორედ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით მოგვიწვეს თქვენამდე საინტერესო ამბების მოტანა), 10 ფეხბურთელი მოგვიანებით შეუერთდება.
მონტენეგროსთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და უკვე იქ, უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, ფელბერტში მინიმუმ ორი კვირით დაიდებს ბინას. უეფა-ს განრიგით, ქართველთა გუნდის ადგილობრივი და ქართველი გულშემატკივრისთვის, ჩვენი გუნდისთვის სადებიუტო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე, ევრო 2024-ში მონაწილე სხვა გუნდების მსგავსად, საინტერესო აქტივობებს გეგმავს. მათ შესახებ, ჩვენ შევეცდებით მოგვიანებით გიამბობთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები, ოფიციალურ განაცხადს უეფა-ში 7 ივნისამდე წარადგენს.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა იხილეთ ბმულზე