პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გუნდს „შერატონში“ წარადგენენ
პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გუნდს „შერატონში“ წარადგენენ
28.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

30 მაისს, თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე გუნდს წარადგენს. ქართველ ჯუდოკებს, საზეიმო განწყობა ნაღდად აქვთ, რადგან პირველად ისტორიაში, საქართველო, ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტი გახდა. ჩვენმა გუნდურმა (ქალთა და ვაჟთა შერეულმა გუნდი) ნაკრებმა ოლიმპიადის ლიცენზია ოფიციალურად მოიპოვა.

საინტერესოა, რომ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო პლიაჟის ფრენბურთის ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. 2016 წელს კი, რომის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველების მშვილდოსანთა გუნდიც მონაწილეობდა ზაფხულის თამაშებში. თუმცა, ამჯერად, ქართული სპორტის ისტორიაში ახალი და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, გუნდური ასპარეზობის დაწყებისას, ქართველ ჯუდოკათა გუნდში იყვნენ ახლადგამომცხვარი ოლიმპიური ჩემპიონებიც, უნიკალური გვერდი დაიწერება.


აქვე გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად 13 ოლიმპიელის შესახებ აქვს გაცხადებული (იხილეთ ბმული), შესაბამისად ჯუდოკები, ჯერ-ჯერობით ამ ნუსხაში არ არიან შეყვანილნი.



ფოტო: © IJF /თამუნა ყულუმბეგაშვილი