31 მაისს და 4 ივნისს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ქალთა ეროვნულ ნაკრებს ჯერ სტუმრად, კუნძულზე შეხვდება, შემდეგ კი, თბილისში უმასპინძლებს. აღნიშნული თამაშებისთვის საქართველოს ქალთა ეროვნული უკვე რამდენიმე დღეა სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" გადის მოსამზადებელ ეტაპს.
ანტმანმა, წინა სანაკრებო ფანჯრისგან განსხვავებით შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები შეიტანა. ამ ჯერზე, გუნდთან ერთად არ არიან თამარ ტატუაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნათია წოწერია, მარიამ ცისკარიშვილი. თუმცა, ამ ჯერად, ირისმა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მარიამ კაპანაძეს მისცა „ლანჩხუთიდან". სხვათა შორის, 23 კაციან შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს ნაკრების ებრაელი სპეციალისტი მოახლოებული თამაშებისთვის ამზადებს, 9 ფეხბურთელი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გუნდიდან, „ლანჩხუთიდან" არის, 6 - მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „კვარტალიდან", 4 კი, „ნიკე-ლუსოდან".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია ("ელიტა"), თათია გაბუნია ("კვარტალი"), ეკა თაბაგარი ("ლანჩხუთი"); დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი ("ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი ("კვარტალი"), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი", გერმანია); ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი"), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო"), თინათინ ამბალია ("ლანჩხუთი"), ირინა ხაბურზანია ("ლანჩხუთი"), ანა წულაია ("ლანჩხუთი"), სალომი დიმოპულუ ("კვარტალი"), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო"), მარიამ კაპანაძე ("ლანჩხუთი"), ანასტასია ბოლქვაძე ("კვარტალი"), ნათია ჯოჯუა („ნიკე-ლუსო"), ნათია დანელია ("კვარტალი"), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო"), თეონა ბაქრაძე („ტრაბზონსფორი", თურქეთი), ანა ჩემინავა („ტრაბზონსფორი", თურქეთი).
და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსზე 30 მაისს გაემგზავრება. 31 მაისს კი, ახნა - დასაკი სტადიოზე კვიპროსელების წინააღმდეგ 20:00 საათზე ითამაშებენ. ამავე დროს დაიწყება, ამ გუნდების მეორე დაპირისპირებაც თბილისში, 4 ივნისს.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო С1 ჯგუფში, ერთი ქულით მესამე საფეხურზე არიან.