„ქუთაისი“ მესამედ საქართველოს ჩემპიონობას ზეიმობს
„ქუთაისი“ მესამედ საქართველოს ჩემპიონობას ზეიმობს
27.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,  დღევანდელ დღეს უნდა გადაეწყვიტა თუ, ვინ გახდებოდა 2023-2024 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის გამარჯვებული. ამ მიზანთან კი, უფრო ახლოს ქუთაისი იყო, რომელსაც სუპერფინალის სერიაში ანგარიში 1-2  მიჰყავდა. ქუთათურებმა დაწინაურება, მოედნის უპირატესობის დაკარგვის მიუხედავად მოახერხეს და საბოლოოდ, თბილისში ჩემპიონობაც გაიფორმეს. ოთხი შეხვედრის ჯამში, „ქუთაისმა", „კავკასია" 1-3 დაამარცხა.


დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ცქიტიშვილმა, რეგულარული ჩემპიონატის MVP-ს, რომელიც საკალათბურთ მედიამ და სპეციალისტებმა სულ ცოტა ხნით გამოავლინეს, კახაბერ ჯინჭარაძე დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ წელს პირველად  რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი დამოუკიდებლად გამოავლინეს. დღეს, კი, მოვლენებს ოდნავ წინ გადავუსწრებთ და გეტყვით, რომ ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ, ქუთაისელთა მეორე ნომერი, დეტრეკ ბრაუნინგი დაასახელეს. ბრაუნინგი, საჩემპიონო შეხვედრაშიც ორივე გუნდში საუკეთესო იყო. თამაშის ბოლოს, მისი გვარის გასწვრივ 29 ქულა ეწერა.


 


რაც შეეხება თამაშს - პირველი ქულები „ქუთაისმა" აიღო და ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა. „კავკასიას", რომელმაც ქუთაისში გამარჯვების შემდეგ მოედნის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, გუშინდელ შეხვედრაში თამაში წააგო, დღეს, ემჩნევა ღელვა და ეს შეცდომებზე აისახებოდა, რომელიც ბექა წივწივაძის გუნდმა პირველ ორ მეოთხედში საკმაოდ ბევრი დაუშვა. პირველ მეოთხედში, ანგარიშში, ყველაზე დიდი სხვაობა 10 ქულა იყო, თუმცა, მონაკვეთი ქუთათურებმა საბოლოოდ 9 ქულით, 16-25 მოიგეს.


მეორე მეოთხედშიც, იმერლებმა საკუთარი თამაში მოახვიეს „კავკასიას" და ანგარიშიც სხვაობა, კიდევ უფრო გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა, ძირითადად 15  ქულაში მერყეობდა, მეოთხედის დასრულებამდე  3 წუთით ადრე, კოტე ტუღუშის გუნდმა მისი გაზრდა 22 ქულამდე მოახერხა. საბოლოოდ კი, ეს მეოთხედის მოიგო, ამჯერად 24 ქულით, 16-31. ქუთათურებიდან, დროის ამ მონაკვეთში ორივე გუნდის შემადგენლობაში, ყველაზე შედეგიანი  24-ე ნომერი მარკუს გილსონი იყო 16 ქულით.


დიდ შესვენებაზე ანგარიში 32-56 იყო „ქუთაისის" სასარგებლოდ. ოლიმპიურ სასახლეშიც, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, დაჯილდოების სამზადისი დაიწყეს. თუმცა, „ქუთაისმა", მესამე მეოთხედში პირველი ქულების აღება, მხოლოდ, პერიოდის დაწყებიდან ორ წუთნახევრის შემდეგ მოახერხა. ბრაუნინგმა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდგე, მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა, 3 ქულიანი ჩააგდო... აშკარა იყო, „ქუთაისმა" დროზე ადრე ირწმუნა გამარჯვება და უფრო მოდუნდა, ვიდრე, 24 ქულიანი სხვაობის ფონზე მშვიდი თამაშით მიეღწია გამარჯვებამდე. საპირისპიროდ, „კავკასიამ"  შესვენების დროს, გაითავისა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და თუკი, ფინალურ სერიაში გათანაბრება სურდათ, ამისთვის ჯერ თამაში მინიმუმ ოვერტაიმამდე უნდა მიეყვანათ. გუნდმა იბრძოლა და მესამე პერიოდი 28-15 მოიგო! ეს, პირველი ორი პერიოდის შემდეგ, თითქმის წარმოუდგენელი იყო. ტაბლოზე ანგარიში, მეოთხე მეოთხედის წინ 60-71 იყო. განიავებული 13 ქულის მიუხედავად, დასკვნითი პერიოდის წინ, ქუთათურები, 11 ქულით მაინც წინ იყვნენ. უკვე ამ მონაკვეთში, საუკეთესო მაჩვენებელი კი, ბრაუნინგს ჰქონდა, 22 ქულა.


დასკვნით მეოთხედში მოხდა ის, რის გამოც, კალათბურთი უყვართ - რეალურად უშანსოდ დათმობილი პირველი ტაიმის შემდეგ, ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მალევე მოახერხა სხვაობის 8 ქულამდე დაყვანა. „კავკასიას" თამაშის გადასარჩენად 8 წუთი რჩებოდა, „ქუთაისს" კი, ამდენივე აშორებდა ჩემპიონობას. „კავკასიამ", 6 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, ეს კი, ორი ზუსტი სამქულიანი იყო, რის გაკეთებაც სტუდენტებმა, იმერლების შეცდომების მიუხედავად, ვერ მოახერხეს. აქ, უბრალოდ ქრონოლოგიას გავყვეთ, ძირითადი დროის დასრულებამდე, 4:36 წუთით ადრე, სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. ბექა წივწივაძის შეგირდებმა, თითქოს, თამაშის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. თუმცა, გამოცდილმა აკაკი დვალიშვილის 3-ქულიანმა, ქუთათურები, ცოტა ამოასუნთქა. ამის შემდეგ, კავკასიელთა შორის ყველაზე გამოცდილმა ილია ლონდარიძემ,  შემდეგ, ლუკა მაზმიშვილმა ზედიზედ 4 ქულა აიღეს. და „კავკასიამაც" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, 77-81. ძირითადის დროის დასრულებამდე,  2:44 წუთით ადრე. მოგების გარანტია მიეცათ ტუღუშის შეგირდებს 1:20 წუთით ადრე, ლუკა მაზმიშვილი ტექნიკურით დააჯარიმეს, გიორგი ოჩხიკიძემ ერთი და ბრაუნინგმა ორი საჯარიმო კი, ზუსტად ისროლეს, 77-83, გახდა ანგარიში. რამდენიმე წამიან შუალედში გუნდებმა 2-2 ქულა გაცვალეს. შეხვედრის დასრულებამდე 52 წამით ადრე კი, ტექნიკური ფოლი „კავკასიამ" მიიღო და შანსი გამოიყენა. აქ, აშკარად, ორივე გუნდი „ნერვებზე" იყო, ვინაიდან, „კავკასიას" ჰქონდა შანსი თამაშის გათანაბრების, „ქუთაისი" კი, არაფრით თმობდა 24-ქულიანი სხვაობიდან შემორჩენილ ქულას. საბოლოოდ, „კავკასიამ" ეს მეოთხედიც მოიგო 22-19, თუმცა, თამაში და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული, „ქუთაისმა" დაიმსახურა. მატჩი 82-90 დასრულდა (იხილეთ სტატისტიკა).




ფოტო: „ქუთაისი" / მირიან ჩხეიძე და კალათბურთის ფედერაცია