ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობის დასახელებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა სახასიათო ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
„საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.
თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი", - წერს ჯაბა კანკავა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაენაცვლება უეფა-ში წარსადგენ 26 კაციან სიაში ეროვნული ნაკრების ყველაზე სტაჟიან (101 მატჩი) ფეხბურთელს. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე ან მაქიმუმ ხვალ გამოაქვეყნებს.