არჩილ ბადრიაშვილმა მორიგი თავგადასავალი დაიწყო...
21.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი საერთაშორისო ექსპედიციასთან ერთად ინდოეთის ჰიმალაებში იმყოფება.
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპედიციის მიზანი მწვერვალ ნანდა დევია, რომელის აღმოსავლეთ მწვერვალზე (7434მ), ახალი გზით შეეცდება ექსპედიაც ასვლაა.
საერთაშორისო ექსპედიციას ფრანგი მთამსვლელი მანუ პელისიე ხელმძღვანელობს, ხოლო მესამე წევრი გამოჩენილი სლოვენიელი მთამსვლელი მარკო პრეზელი არის.
ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ექსპედიციაში ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩვენი მხრივ, შევეცდებით თვალი მივადევნოთ ტრიოს მოძრაობას მთაში და შეძლებისდაგვარად, მნიშვნელოვანი სიახლეებით მოგამარაგოთ.