მეორე დღე ბრინჯაოსი იყო - ხვალ ოქროს ველით...
მეორე დღე ბრინჯაოსი იყო - ხვალ ოქროს ველით...
20.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, მიმდინარე წელს კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და დიდი ალბათობით, პარიზშიც ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.


აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინდელი საასპარეზო დღის შემდეგ, დღეს უფრო მადაზე ვიყავით მოსულები, მითუმეტეს, რომ თუკი, გუშინ ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი წარმომადგენელი გვყავდა, დღეს, ტატამზე ოთხი ქართველი სამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ამასთან, დღეს, ქართული ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილიც ასპარეზობდა. თუმცა, „შავის" ასპარეზობას სამწუხაროდ, საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. ამავე წონაში -73 კგ წონით კატეგორიაში, საწყის ეტაპზევე გამოაკლდა მედლებისთვის ბრძოლას გიორგი ტერაშვილიც.


არ გაუმართლა -57 კგ წონით კატეგორიაში არც ქართველი გოგონების პირველ წარმომადგენელს ნინო ლოლაძეს, რომელმაც პირველი ეტაპი კი დაძლია, თუმცა, მომდევნოში ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ალბათ, რომ არა მომენტალური კონცენტრაციის დაკარგვა მეოთხედფინალში იაპონელ ტაკეში ტაკეოკოსთან, ალბათ, ვაჟა მარგველაშვილი სხვა სინჯის მედლისთვის გააგრძელებდა ასპარეზობას. თუმცა, ქართველმა ის, ორთაბრძოლა იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო.


მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და თავდაპირველად მურად ჩოპანოვი, შემდეგ კი,  უზბეკი სარდორ ნურილაევი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. სხვათა შორის, ორივე ორთაბრძოლა, ვაჟამ ერთნაირად ჰანსოკო მაკეთი მოიგო. ამასთან, ნურალიევთან, ჩვენებური ვაზარით აგებდა, თუმცა, საბოლოოდ მას დარჩა გამარჯვება.


ვაჟა, რეპეშაჟში მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს შეხვდა და საბოლოოდ, ოსეიკომით დაამარცხა. შესაბამისად, რეპეშაჟის ფინალშიც გავიდა. იქ კი, იტალიელ მატეო პირასის შეებრძოლა და დამატებით დროში იპონით დაამარცხა.


ხვალ, აბუ დაბიში ასპარეზობის მესამე დღეა. ქართველთაგან სამი წარმომადგენელი ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.


-63კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი შეეცდება მედლებისთვის ბრძოლას. -81 კგ წონით კატეგორიაში კი, დიმიტრი გოჩილაიძისა და რაც მთავარია, გრიგალივით ტატოს მოლოდინში ვართ.



ფოტო: (c) Di Feliciantonio Emanuele