მამარდაშვილი ლალიგის 2023-24 წლის სეზონის საუკეთესო მეკარეა
მამარდაშვილი ლალიგის 2023-24 წლის სეზონის საუკეთესო მეკარეა
14.05.2024
ავტორი: მარიამ მესხი

"ვალენსიას" ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო გოლკიპერია. მამარდამ მიმდინარე სეზონში „ვალენსია" ყველაზე მეტი გოლისგან (9.7) იხსნა, რაც ლალიგაში საუკეთესო შედეგია.


საფეხბურთო სტატისტიკის ვებგვერდის, Opta-ს ცნობით, ლალიგის 35 ტურში „ვალენსიას" კარში 131-ჯერ დაურტყეს. 131 დარტყმიდან გოლები 43.7 შემთხვევაში უნდა გასულიყო, თუმცა ვალენსიურმა კლუბმა 34 გოლი გაუშვა (ავტოგოლები სტატისტიკაში არ შედის). აქედან გამომდინარე, ქართველმა მეკარემ „ვალენსია" 100%-ანი გოლისგან 9.7-ჯერ იხსნა, რაც ლალიგაში საუკეთესო შედეგია.


მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი გახდა მეკარე, რომელსაც ლალიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი ძირითადიდან დაწყებული მატჩი(69) აქვს. გიორგიმ მიმდინარე სეზონში მშრალად შენახული კარის (13 მატჩი) თავისივე რეკორდი მოხსნა.

ამავდროულად, ქართველ მეკარეს უნაი სიმონთან ერთად ყველაზე მეტი, 3 პენალტი აქვს მოგერიებული. მარტში კი გიორგი მამარდაშვილი ლალიგის 23-წლამდე თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტი იყო.


ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" ლალიგაში 35 ტურის შემდეგ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა. ვალენსიელები დარჩენილ სამ ტურში ევროტურნირების საგზურისთვის იბრძოლებენ.


35-ე ტურში „ვალენსიამ" „რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრით 0-0 დასრულდა. ქართველმა მეკარემ კი, ბრწყინვალე „სეივი" შეასრულა.


36-ე ტურში, 16 მაისს, 23:55 საათზე, „ღამურები" სტუმრად „რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდებიან.


ვიდეო-კადრები მამარდას თამაშიდან


ფოტო: © valenciacf