12 ძიუდოისტით აბუ დაბიში
12 ძიუდოისტით აბუ დაბიში
14.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კაცებში ყველა წონით კატეგორიაში, ქალთა შორის მხოლოდ სამში, საერთო ჯამში 12 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი ქართული გუნდი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც აბუ დაბიში, რამდენიმე დღეში, 19 მაისიდან დაიწყება და 23 მაისამდე გასტანს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის განაცხადის გაკეთებამდე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში, ცნობილი გახდა, რომ არ იასპარეზებდნენ ლაშა ბექაური (-90კგ) და ილია სულამანიძე (-100კგ). ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, წონის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა.


 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით არის რეგისტრირებული:


-60 კგ - გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

-90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი

+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

-57 კგ - ნინო ლოლაძე

-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი


აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ, 24 მაისს, მედლები შერეულ გუნდურ შეჯიბრში გათამაშდება.