22-წლამდეთა შორის საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი -2010“ არის!
22-წლამდეთა შორის საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი -2010“ არის!
13.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი -2010" საქართველოს 22-წლამდეთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ფინალურ სერიაში საერთო ანგარიშით 2-0 „ოვერტაიმი" დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

ჩემპიონატის MVP ქუთაისელთა გამთამაშებელი, გიორგი ოჩხიკიძე გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, დავით თორთლაძემ და სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ გადასცეს.


რაც შეეხება საჩემპიონო თასს, ის, ქუთაისელთა კაპიტანმა, ბაქარი ბერეკაშვილმა და ტურნირის MVP ჩაიბარეს.


აქევ გეტყვით, რომ „ქუთასის -2010"-ის მთავარი გუნდი, საქართველოს სუპერლიგის 1/2 ფინალურ ფლეი-ოფშია, სადაც გაუსთან დაპირისპირებაში, ჯერ-ჯერობით ანგარიში 1-1 არის. ამ გუნდების მორიგი დაპირისპირება კი ხვალ იმართება.



ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია