თავისუფლების მეოთხე ლიცენზია - ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა ლიცენზიის აღება დღეს, მას შემდეგ მოახერხა, რაც სტამბულში მიმდინარე პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, 86 კგ წონით კატეგორიაში ჯერ ბრინჯაოს მედალი მოიგო, მას შემდეგ, რაც მოლდაველი გიორგი რუბაევი 9-2 დაამარცხა და ე.წ. „ოლიმპიური ლიცენზიის ფინალში" უკრაინელი ვასილ მიჰაილოვის დამარცხება მოახერხა 8-2.
ამრიგად, გამყრელიძე, გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მეოთხე სპორტსმენია, რომელიც აგვისტოში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ კობლიაშვილმა და რამაზ ზოიძემ. ასე, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო საერთო ჯამში და ჭიდაობის ორ სახეობაში, მედლებს 6 წარმომადგენლით შეუტევს.
ფოტო: © UWW