IJF -ის მსოფლიო ტურნეს რანგში და პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე 3 თვით ადრე, ქართველმა ძიუდოისტებმა 10-12 მაისს, ასტანაში გამართულ QAZAQSTAN BARYSY GRAND SLAM 2024-ზე მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე, საქართველო 7 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი.
-73კგ ბაგრატ ნინიაშვილი, გოირგი ჩიხელიძე
-81კგ ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ ბაქარ ერაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ ონისე სანებლიძე
+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
-63 კგ ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
საქართველო წარმომადგენლები წონითი კატეგორიებიდან გამომდინარე, მეორე საშეჯიბრო დღიდან ჩაერთვნენ ასპარეზობაში. ყველაზე მეტი შეხვედრა ირაკლი ბეროშვილმა ჩაატარა, თუმცა, 1/8 ფინალში, დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ყაზახური ტურნირი, უიღბლო გამოდგა ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებისთვისაც. ნიკა ხარაზიშვილი, რეპეშაჟში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის ფინალამდე, ერთი ნაბიჯი დააკლდა. ხარაზიშვილის ანალოგიური გზა გაიარა ირაკლი დემეტრაშვილმაც.
შესაბამისად, ქართული გუნდი ყაზახეთიდან მედლების გარეშე ბრუნდება.
ძიუდოისტების მომდევნო შეჯიბრი 19-24 მაისს დაგეგმილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში. ჩემპიონატს, აბუ-დაბი უმასპინძლებს და ეს იქნება, პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო შეჯიბრი, რომელზეც საქართველო ამ მომენტისთვის IJF-ის გვერდზე ჯერ-ჯერობით რეგისტრირებული არ არის.
ფოტო გარეკანზე: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი