დარჩა ერთი ლიცენზიის შანსი
დარჩა ერთი ლიცენზიის შანსი
11.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სტამბოლში მიმდინარე პარიზის ოლიმპიურ თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, დღეიდან, როგორც იცით თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. 11 მაისს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვებას (57 კგ) რობერტ დინგაშვილი,  (74 კგ)  ავთანდილ კენჭაძე და (86 კგ) ვლადიმერ გამყრელიძე შეეცადნენ.


საასპარეზო დღის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ), მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში, ბოლო წამებზე წააგო ბულგარეთის ნაკრების წევრ მაგომედ რამაზანოვთან და ფინალში გასვლის პრიორიტეტით მოეგო ოლიმპიური ლიცენზია ვერ გამოიყენა, ის რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. შესაბამისად, ქართველი, ხვალ, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემთხვევაში, იტოვებს შანსს, ე.წ. „ოლიმპიური ფინალი" იჭდაოს მეორე ბრინჯაოს პრიზიორთან და პარიზში მიმავალ მოჭიდავეთა მცირერიცხოვან გუნდს შეუერთდეს.


რაც შეეხებათ, დინგაშვილსა და კენჭაძეს,  ისინი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლას 1/8 ფინალიდან გამოეთიშე.



ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სტატიაში ფოტო რედაქტირებიულია 12.05.2024