მხოლოდ ორი ლიზენცია პარიზსითვის
მხოლოდ ორი ლიზენცია პარიზსითვის
10.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სტამბოლში მიმდინარე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, დღეს ქართველი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე ორი გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ  რამაზ ზოიძემ (67კგ) ფინალში გასვლით, ოლიმპიური ლიცენზია ავტომატურად მოიპოვა და დღეს, „თავისუფალი" იყო. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ პარიზის ლიცენზია 97 კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილსაც აქვს. მოვლენებს, ოდნავ წინ გადავასწრებ და ვიტყვი, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი, ყველაზე ცოტა 4 ფალავნით იყო წარმოდგენილი ოლიმპიურ თამაშებზე.


ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები გამართეს დღესვე იური ლომაძემ (77 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ). ამ ვითარებაში, ორივე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსს ინარჩუნებდა, ვინაიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ერთად, ლიცენზიისთვის ფინალში ასპარეზობის უფლება ენიჭებოდა. თუმცა, ლომაძემ, იური კუტუზოვთან 5-2 დამარცხდა და შესაბამისად ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩა. რაც შეეხება გობაძეს, ქართველმა სტამბოლის ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში, შვედი ალექს კესიდისი ბოლო ქულის უპირატესობით 3-3 დაამარცხა და ოლიმპიური საგზურის ფინალში, პოლონელ არკადიუშ კულინიჩს შეხვდა. სამწუხაროდ ქართველმა 3-2 წააგო და ისიც პარიზის ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩა.


აქვე გეტყვით, რომ ხვალიდან, ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად, უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.


57 კგ რობერტ დინგაშვილი

74 კგ ავთანდილ კენჭაძე

86 კგ ვლადიმერ გამყრელიძე


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, წინასწარი ეტაპის შეხვედრები ხვალ, 11 მაისს 11:00-დან დაიწყება.